ფორტეა „კომოს“ სურს!
ახალგაზრდა ხესუს ფორტეა მადრიდის „რეალის“ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მოთამაშე მარჯვენა ფლანგზე საკმაოდ ეფექტურია, თუმცა სამწუხაროდ, ამ სეზონში ანჩელოტის მისთვის შანსი არ მიუცია.
ფორტეა ესპანეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიელი სპეციალისტის ყურადღება კვლავ ვერ მიიპყრო, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.
არსებული ცნობით, სამეფო კლუბი ხესუსს ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ მოთამაშე თავს იკავებს, ვინაიდან პერსპექტივას ვერ ხედავს.
ამის პარალელურად კი, იტალიური „კომო“ აქტიურდება. სესკ ფაბრეგასი ფორტეას ოჯახს იცნობს და მოლაპარაკებების წარმოება სურს.
განაპირა მცველი 26 მარტს 18 წლის ხდება, იტალიელები კი მის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან.
- 17 მარტი 2025
- 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.