რონსერო:„„რეალმა“ მომდევნო 30-იდან 25 ქულა უნდა მოიპოვოს“

ტომას რონსერომ „ვილიარეალისა“ და „რეალის“ დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ სამეფო კლუბს ლა ლიგის მომდევნო 10 ტურში რთული მისია ექნება შესასრულებელი.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ანჩელოტის გუნდი „ვილიარეალთან“ გამარჯვებას მოახერხებდა. სამეფო კლუბს „ლა სერამიკაზე“ უჭირს, თუმცა ამ შეხვერის მოგებას არაერთი მიზეზის გამო ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა.“

„ახლა „მერენგებს“ 60 ქულა აქვთ, რაც თავისთავად ცოტაა, ვინაიდან გუნდმა აღნიშნული მაჩვენებელი 28 მატჩის შემდეგ დააფიქსირა.“

„თუ ანჩელოტის გუნდს ჩემპიონობა სურს, მომდევნო 10 ტურში  შესაძლო 30-იდან 25 ქულა უნდა მოიპოვოს. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში ლა ლიგის ჩემპიონობისთვის 85 ქულა საკმარისი იქნება.“

„გამოდის, რომ „მერენგებს“ 10 მატჩიდან ერთის წაგების და ერთის ფრედ დასრულების საშუალება აქვს, დანარჩენი 8 კი აუცილებლად უნდა მოიგოს და რაღა თქმა უნდა, უპირობო 3 ქულის მოპოვებას საჭიროებს „ელ კლასიკოში“, ვინაიდან „ბარსელონა“ უშუალო მეტოქეა.“

„ჩემი პროგნოზი „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩში? ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის. მე როგორც „რეალის“ გულშემატკივარს, მსურს, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდეს და ქულები „რეალის“ ორივე კონკურენტმა დაკარგოს.“

1

16 მარტი 2025 23:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 242

ამ ლივერპულს რა ეტაკა სეზონის ბოლოსკენ. ჯერ იყო და ერთი თასიდან ჩემპიონშიპის ბოლოადგილოსანმა გამოაგდო, მერე ლიგიდანაც გამოვარდა, მაშინ როცა პორველი თამაში გასვლაზე მოიგო, დღეს კიდე მეორე თასის ფინალში იყო და ნიუკასლთან წააგო. ასე მიყოლებით სამინტურნირიდან გამოთიშვაა, რავიი. კიდე კაი პრემიერლიგაში დიდი ჰანდიკაპი აქვს და თამაშებიც არ აქვს ძლიერ მეტოქეებთან, თორე ეგაც სანატრელი გაუხდებოდა

დღეს ალბათ ყველაზე რთული თამაშები ავარჩიე და ჩამოვწერე 6 გუნდი, საიდანაც 4 უკვე დავსვი. ატლეტიკოს მოგება და ატალანტას მოგება დამრჩა, ყველაზე რთული თამაშები ამ ბილეთში. ალბათ იკითხავს ვინმე აბა რა დასვიო? 

ბოხუმი-აინტრახტი 2 

სევილია-ბილბაო 2 

ფიორენტინა-იუვე 1

ლეგანესი-ბეტისი 2

დარჩა ატალანტას 1 და ატლეტიკოს 1. 

ალბათ გავღორდი და ამხელა კუში მაგიტომ დავწერე. ჯამში 340 კუშია და 10 ევრო ვწყვიტე. იმედია სახლის ფაქტორი ორივე გუნდს დაეხმარება და ვფიქრობ ოროვესთვის ბოლო შანსია რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დარჩნენ. ლიგაზე არც ერთი აღარაა და უნდა იბრძოლონ ბოლომდე. 

2

16 მარტი 2025 23:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 480
16 მარტი 2025 23:01, murtoreali777 says:

მოგება

3

17 მარტი 2025 02:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 943

კი იძახის ბევრი მადრიდისტა ფრე იდეალური იქნებაო მაგრამ ატლეტიკოს მოგება მაწყობს მხოლოდ,მომკალი და კონკურენტად ვერ აღვიქვავ მაგათ

მაგარი უიღბლოა ეს ჩოლო რა :დდდ

4

17 მარტი 2025 02:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 879

Yvelaze luzeria atletiko msoflioshi

5

17 მარტი 2025 02:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 911

2-0დან წააგეს :დდ ჩოლო ყოველთვის ბარსას ბულკია ეგ კი არა ის უნდა უკვირდეს ყველას პირველ წრეში როგორ მოუგეს ამათმა :დ

6

17 მარტი 2025 02:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 281
17 მარტი 2025 02:00, Erik Lamela says:

კი იძახის ბევრი მადრიდისტა ფრე იდეალური იქნებაო მაგრამ ატლეტიკოს მოგება მაწყობს მხოლოდ,მომკალი და კონკურენტად ვერ აღვიქვავ მაგათ

მაგარი უიღბლოა ეს ჩოლო რა :დდდ

კატალონიაშიც 2:0 იგებდა და 4:2 ზე გავიდა ბარსას როარ აეღლევა იქაც მოუგებდა:დ:დ აწი სათქმელი არაფერი იქნება ბარსა და ფლიკი ვერ უგებს ატლეტიკოსო:დ:დ ვთქვი 2 ვეს მოიგებს ლალიგის და კოპას თამაშსთქო და აჰაა

7

17 მარტი 2025 02:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 88

ტიპი ანტი ფეხბურთს თამაშობს და გაფანატებული აქვთ ზოგიერთებს , ატლეტიკოზე მახინჯი გუნდი იშვიათად თუ მინახავს , + ამას 2-0 იგებ და 4 გოლს უშვებ საპასუხოდ , ნაქები დაცვა სადაა )) მოკლედ რაც დაიმსახურეს ის მიიღეს , წამოიცვეს და იხმარეს ბოლომდე 

8

17 მარტი 2025 02:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 911

ბარსას ფანებმა მენტალიტეტზე დაიწყეს საუბარი და ვხვდები ამ ქამბექით რამხელა სიხარულს გრძნობენ და რეალის ფანებმა რა ვთქვათ სულ ასე ვართ სულ ქამბექის სიხარულს ვგრძნობთ მითუმეტეს ლიგაზე :დ

9

17 მარტი 2025 02:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 242

აი ატლეტიკოსგან ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია ესეთი თამაშის წაგება,.2-0 დან თან სახლში. აღარც ავტობუსი უვარგათ ამ ჩემისებს. საღოლ იმენა ბარსას, აი ესე უნდა მოუგო ამ ღლეებს,.ჩვენ როგორც ვშვებით ისე კი არა. 1-0 ს რომ ვწურავს და 99 წუთზე გოლს გავუშვებთ. ბოლოს როდის ამოვტენეთ ატლეტიკონთუ გახსოვთ?

10

17 მარტი 2025 02:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 111
17 მარტი 2025 02:07, I AM MADRID says:

ტიპი ანტი ფეხბურთს თამაშობს და გაფანატებული აქვთ ზოგიერთებს , ატლეტიკოზე მახინჯი გუნდი იშვიათად თუ მინახავს , + ამას 2-0 იგებ და 4 გოლს უშვებ საპასუხოდ , ნაქები დაცვა სადაა )) მოკლედ რაც დაიმსახურეს ის მიიღეს , წამოიცვეს და იხმარეს ბოლომდე 

ბარსამ თან პირველი გოლი 72 წუთზე გაიტანა.ხულიანი ყველაზე ცოდოა მაგ გუნდში.5 მცველით ითამაშა მაბ მახინჯი სულის პატრონმა

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

11

17 მარტი 2025 02:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 119

ატლეტიკოს ლანძღვაზე მეტად ბარსაა შესაქები, 4 გოლი ვანდაზე გაიტანეს 2:0 დან. მიუხედავად ამისა შეიძლება საუკეთესო მატჩი არ მათ ჰქონიათ მაგრამ მთელი თამაში იგრძნობოდა სტრუქტურული დინამიკა, შეტევაშეც არ ქაჯობენ და არუგვიანებენ ერთმანეთს პასებს. ჩვენ 4 გოლი კიარა 1-2 მომენტს აწურინებს კარლო თამაშის ბოლომდე. 

12

17 მარტი 2025 02:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 88
17 მარტი 2025 02:10, I N I E S T A 8 says:
17 მარტი 2025 02:07, I AM MADRID says:

ტიპი ანტი ფეხბურთს თამაშობს და გაფანატებული აქვთ ზოგიერთებს , ატლეტიკოზე მახინჯი გუნდი იშვიათად თუ მინახავს , + ამას 2-0 იგებ და 4 გოლს უშვებ საპასუხოდ , ნაქები დაცვა სადაა )) მოკლედ რაც დაიმსახურეს ის მიიღეს , წამოიცვეს და იხმარეს ბოლომდე 

ბარსამ თან პირველი გოლი 72 წუთზე გაიტანა.ხულიანი ყველაზე ცოდოა მაგ გუნდში.5 მცველით ითამაშა მაბ მახინჯი სულის პატრონმა

ნუ შეიძლება 5 მცველით ითამაშო მაგრამ სუპერ შემტევი გუნდი იყო , აქ სტილზე და მენტალიტეტზე უფროა ... არა მარტო ალვარესი , სიმეონეს ბიჭიც )) მარტო დარბოდა მთელი თამაში ვერ აიყოლია ვერავინ 

13

17 მარტი 2025 02:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 242
17 მარტი 2025 02:09, murtoreali777 says:

აი ატლეტიკოსგან ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია ესეთი თამაშის წაგება,.2-0 დან თან სახლში. აღარც ავტობუსი უვარგათ ამ ჩემისებს. საღოლ იმენა ბარსას, აი ესე უნდა მოუგო ამ ღლეებს,.ჩვენ როგორც ვშვებით ისე კი არა. 1-0 ს რომ ვწურავს და 99 წუთზე გოლს გავუშვებთ. ბოლოს როდის ამოვტენეთ ატლეტიკონთუ გახსოვთ?

2017 წელს მოვუგეთ ბოლოს ატლეტიკოს დიდი ანგარიშით, ანუ მინიმიმ 3 ბურთით, 3-0 ბერნაბეუზე, ლიგაზე. იმის მერე 25 თამაში ვითამაშეთ და თუ ვიგებთ ერთი ბურთით,  ან იშვიათად, ძაან იშვიათად ორი ბურთით. არადა რამდენ თამაშში იყო რომ თამაშით ვჯობდით და ბურთს ვახევდით თავზე. მაგრად ანჩელოტი რის ანჩელოტია თუ არ იფრთხილა. როცა ხედავ რომ შეგიძლია შეტევა, უკეთესი ხარ, ყველაფრით ჯობნი, მიდი და გადაჯეგე ეგ ჩემისები. აი კოპაზე ეხლა:  თუ რამის ტრაკი აქვს ჩოლოს აიღოს რევანში და გავიდეს ფინალში, მაგრამ ეგაც ნაკლებად მოსალოდნელია. ჭირივით მეზიზღება იმენა ატლეტიკო, ჩემთვის ყველაზე საძულველი გუნდია, თავის ფეხბურთელებიან ფანებიანად. მაგრად მინდა ისე მოვუგოთ რომ მთელი ცხოვრება მახსოვდეს. ის 4-0 რომ წავაგეთ იმენა ყელში მაქვს გაჩხერილი, მაგას ალბათ ვერასდროს დავივიწყებ.

14

17 მარტი 2025 02:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 359

საღოლ ბარსას- კი გვაწყობდა ატლეს მოგება მაგრამ ჩოლოს დდშცი,კარგია რომ კიდე ერთხელ მოსდღნეს.იქნება სეზონის ბოლოს ააცმევინონ და ვინმე ნორმ ტრენერი მოიყვანონ

15

17 მარტი 2025 03:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 119
17 მარტი 2025 02:58, REZY says:

საღოლ ბარსას- კი გვაწყობდა ატლეს მოგება მაგრამ ჩოლოს დდშცი,კარგია რომ კიდე ერთხელ მოსდღნეს.იქნება სეზონის ბოლოს ააცმევინონ და ვინმე ნორმ ტრენერი მოიყვანონ

ჩოლო გასაგებია რომ არარის GOAT ტრენერი, მაგრამ ერთერთი მაღალანაზღაურებადი და ხალხს + ხელმძღვანელობას რომ მოსწონს ისეთია, და ეს დამოკიდებულება მისი "კაი კაცობით" რომარმოდის კარგად ვხვდებით. ბოლო 14 წელში რასაც მიაღწია იმას რომ  ლალიგის სამეულში ტრიალებს, შეძლო რამოდენიმე ევროპა ლიგის მოგება, +სუპერთასის,  გავიდა 2 ჯერ ლიგის ფინალში, ნახევარფინალში და სულ რეალმა "წაუშალა და გაუშავა" კარიერა, თორემ ყოველთვის ყველას ეჯაჯგურება და ისე ბრძოლაში მარცხდება ან უგებს, და არც ისაა ჩვეულებრივი რომ არავის უკომფორტულება მასთან შეხვედრა. 

შეიძლება არმოგწონდეს მისი ფილოსოფია მაგრამ ზუსტად ასეთი განსხვავებულები ქმნიან ფეხბურთს მრავალფედოვანს.

16

17 მარტი 2025 05:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 879

ბარსელონა ნამდვილად შესაქებია , აი რომ არ გატყდა 2-0 ზე და შეუტია იქეთ და ამოტენა. ასეთი მოგებებით დაიწყებს გადაფაროს ის შავი ლაქები რაც ბოლო წლებში დააგროვეს აღარ ჩამოვთვლი იმ გუნდებს და არა რეალზე და მსაჯებზე არაფრის მომცემი საუბრებით. თუ განვითარება უნდა საკუთარ კლუბზე უნდა კონცენტრირდეს და არა იმ შეთქმულების ზღაპარ თეორიაზე რომ რეალს მსაჯები ეხმარებიან გამიზნულად და ასე იგებს ტიტულებს. სწორ გზაზე დგას აშკარად… ჯერ საკლუბო რესურსი ძან დაბლა აქვს რეალის პოტენციალთან შედარებით თუმცა ასე თუ გააგრძელებენ გამოასწორებენ მაგ ბალანსსაც. აი ატლეტიკო კი ყველაზე ლუზერი კლუბია , აი ისეთი კლუბია არაფწრი რო არ მოგეწონება, არც ხარისხი, აღარც შედეგები, სტილი და ფანებიც არაადაკვატური. 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)