ანჩელოტიმ ორდღიანი შესვენება გამოაცხადა
მაშ ასე, დღეს ესპანეთის დედაქალაქს არაერთი მადრიდელი დატოვებს და ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრება, კარლო ანჩელოტიმ კი გუნდში ორდღიანი შესვენება გამოაცხადა.
ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებს არ ეხმარბიან, ვარჯიშს სამშაბათს საღამოდან განაახლებენ.
გამომდინარე იქედან, რომ „რეალის“ ფეხბურთელების ძალიან დიდი რეაოდენობა ტოვებს ქვეყნის ფარგლებს, კარლო სესიებს კასტილიელებთან ერთად ჩაატარებს.
მთავარი გუნდიდან კარლოს განკარგულებაში იქნებიან ფრან გარსია, ლუკას ვასკესი და ტრავმირებულები ფეხბურთელები, რომლებიც აღდგენით პროცესს გააგრძელებენ.
იტალიელ სპეციალისტს ფეხბურთელები 24 მარტიდან ეტაპობრივად დაუბრუნდებიან და სესიებიც ინტენსიურ რეჟიმში გადავა.
- 16 მარტი 2025
- 496
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.