ფრან გარსია:„„რეალმა“ აუცილებელი გამარჯვება დააფიქსირა“
ფრან გარსიამ „ვილიარეალთან“ გამარჯვებისა და 3 ქულის მოპოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„თამაში საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან გუნდი დაღლილი იყო და „ვილიარეალის“ ტემპის აყოლა გაუჭირდა, თუმცა ჩვენ ვაჩვენეთ საკმაოდ გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი, რომელმაც შედეგი გამოიღო.“
„სხეულს სჭირდებ გაჯანსაღება და ძალების აღდგენა, ეს ბუნებრივი პროცესია. 120 წუთიანი ბრძოლის შემდეგ, 2 დღე დავისვენეთ და მესამე დღეს მატჩი გვქონდა, რამაც ჩვენზე ცუდად იმოქმედა.“
„პირად დონეზე კმაყოფილი ვარ. ამ სეზონში გაცილებით მეტს ვთამაშობ, ვიდრე შარშან ვთამაშობდი და ჩემი პროგრესიც აშკარაა.“
„მბაპე გენიალური ფეხბურთელია. ფრანგი ფეხბურთელი სეზონის სტარტზე ბევრ კრიტიკას იღებდა, მაგრამ ახლაც ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი უსაფუძვლო იყო.“
„კილიანი როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ეფექტურია, მის ანგარიშზე უკვე 31 გოლი ფიქსირდება და ეს მარტივად მისაღწევი შედეგი არ არის.“
- 16 მარტი 2025
- 285
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.