მბაპე:„მსურს რონალდოს შემდეგ კრიშტიანოს შედეგიც გავაუმჯობესო“
კილიან მბაპემ „ვილიარეალთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. „ვილიარეალი“ ხუთეულშია და არაერთ სანახაობრივ შეხვედრას გვთავაზობს. გუნდმა აჩვენა პიროვნება და ხასიათი, ყველა ბედნიერია გამარჯვებით.“
„„ატლეტიკოსთან“ უდიდესი გამარჯვება დავაფიქსირეთ და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავედით, ახლა კი ლა ლიგაზე გადმოვერთეთ.“
„გუნდთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ. პირად დონეზე თამაშით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ გოლების გატანას გავაგრძელებ.“
„ის, რომ პირველ სეზონში რონალდო ნაზარიოზე მეტი გოლი გავიტანე, არ ნიშნავს, რომ მასზე დიდი ვარ. ჩემთვის ყველა მატჩს და ყველა გოლს მნიშვნელობა აქვს. წინ კრიშტიანო რონალდუს შედეგია და მოხარული ვიქნები, თუ მასზე მეტად გავიტან, ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იქნება. მჯერა, რომ ბევრის მიღწევა შემიძლია და ეს შედეგები გაუმჯობესდება.“
- 16 მარტი 2025
- 949
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.