დი მარია: ლევანტესთან მატჩზე გადავერთეთ
სამეფო კლუბის არგენტინელმა ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" უკვე გადაერთო ლევანტეზე, რადგან მატჩი ძალიან მალე გაიმართება...
"ჩვენი კალენდარი ძალიან გადატვირთულია, მაგრამ შეგუებულები ვართ ამ ყველაფერს, რადგან სამეფო კლუბის ღირსებაც ვიცავთ, აიაქსთან მატჩის შემდეგ კიდე ორი თამაში გავმართეთ , რომელიც ძალიან დამღლელი იყო."
"ესპანიოლთან კარგად ვითამაშეთ და დამაჯერებელი ანგარიშითაც გავიმარჯვეთ, მაგრამ ახლა ყველანი ლევანტეზე ვართ გადართულები, ვალენსიური კლუბი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ვერ იკიდებს ფეხს პრიმერაში, მაინც სახიფათოა და ჩვენ მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს მათ წინააღმდეგ."
"ლეო მესის ტრავმა სამწუხაროა, ის ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა ვესაუბრე და გავამხნევე."
- 22 სექტემბერი 2010
- 1 791
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.