კურტუა:„გუნდი გადაღლილია, ფეხბურთელებს თამაში უჭირდათ“
ტიბო კურტუამ „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„რთული მატჩი იყო. ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო მაშინ გართულდა, როდესაც „ვილიარეალმა“ საწყის წუთებშივე შეძლო გოლის გატანა. საბედნიეროდ, ანგარიში მალევე გავათანაბრეთ, შემდეგ კი წინ გავედით. გუნდი არ დანებდა, ვინაიდან ყველა ფეხბურთელი ხვდებოდა, რომ 3 ქულის მოპოვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.“
„„ვილიარეალი“ ლა ლიგაში მე-5 პოზიციას იკავებს და ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდია, ასე რომ ჩვენ დიდ მიზანს მივაღწიეთ და ბედნიერები ვართ.“
„მე მესმის, რომ ლა ლიგას არ უყვარს, როდესაც დიდი სამეული ერთ დღეს თამაშობს, თუმცა გამონაკლისის დაშვება სავსებით შესაძლებელია და პრემიერლიგაში ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ჩვენ ოთხშაბათს 120 წუთიანი მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ და 72 საათიც კი არ მოგვეცა ძალების აღსაღდგენად. ეს არ არის სამართლიანი მიდგომა, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი შევცვალეთ.“
„პირადად მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს მატჩი რომ ხვალ ჩატარებულიყო იქამდე, სანამ ერთმანეთს „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ შეხვდებოდნენ. ვფიქრობ, სატელევიზიო პროდუქტს ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ შეექმებოდა.“
„ფეხბურთელებს ამოსუნთვის საშუალება არ ეძლევათ, ყველა მოთამაშე საშინლად დაღლილია.“
„ვისაც ეს საქმე ესმის, დამეთანხმება, რომ დამატებით 10-12 საათი დასვენებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია და კუნთის განტვირთვა ხდება.“
„მბაპე ხშირად ჩანს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ფრანგი ფეხბურთელი უმაღლეს კლასს აჩვენებს, რაც გატანილი გოლები რაოდენობაშიც გამოიხატება.“
- 16 მარტი 2025
- 446
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.