ანჩელოტი:„ლა ლიგას მატჩის 1 დღით გადადების მოთხოვნით ორჯერ მივმართეთ“
კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მასპინძელმა ძალიან სანახაობრივი და სწრაფი ფეხბურთი შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ქომაგები დიდ სიამოვნებას მიიღედნენ, თუმცა ჩვენთვის ამ ტემპში თამაში მარტივი არ ყოფილა, ფეხბურთელები ძალიან დაღლილები იყვნენ და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოახერხეს.“
„ლა ლიგის ადმინისტრაციას ორჯერ მივმართეთ და გვსურდა, რომ ერთი დღით მეტი დასგვესვენა, თუმცა ამაოდ.“
„მოთამაშეებს 72 საათიც არ ჰქონდათ დასასვენებლად, ჩვენ კი უკვე ღიად ვაცხადებთ, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყო. თუ მომავალში 72 საათზე ნაკლები დასვენების საშუალება მოგვეცემა, მოედანზე არ გავალთ. ეს არ არის სწორი მიდგომა.“
„„ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება? მე როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, აუცილებლად ვუყურებ ამ თამაშს. ასევე მნიშვნელოვანია სატურნირო მდგომარეობა და ამ მიმართულებითაც მაინტერესებს შეხვედრა.“
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, რომლებმაც დიდ გამოწვევას უპასუხეს და აუცილებელი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში. როგორც გითხარით, გუნდი მზად არ იყო, „ვილიარეალის“ დონის გუნდის წინააღმდეგ სათანადო ფეხბურთის საჩვენებლად.“
- 16 მარტი 2025
- 1 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.