„ვილიარეალი“ ბევრ გოლს უშვებს

მადრიდის „რეალის“ დღევანდელი მეტოქე ლა ლიგაში საკმაოდ კარგად გამოდის და ამ ეტაპზე მე-5 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაცვის კომპონენტი „ვილიარეალში“ ნამდვილად პრობლემატურია.

27 დაპირისპირებაში „ლა სერამიკას“ მკვიდრებს 36 გოლი აქვთ გაშვებული.

ლა ლიგის პირველ 10 გუნდს შორის, „ვილიარეალი“ გაშვებული გოლების მიხედვით მე-9 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ „რაიო ვალეკანოზე“ უკეთესი შედეგი აქვს ნაჩვენები, რომელსაც 41 გოლი აქვს გაშვებული.

რაც შეეხება გატანის კომპონენტს, „ბარსელონასა“ და „რეალის“ შემდეგ, „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, „ვილიარეალმა“ მეტოქეების კარი 48-ჯერ აიღო და აღემატება „ატლეტიკოს“ და „ბილბაოს“, რომლებიც ლა ლიგაში მასზე წინ არიან.

ესპანური გამოცემები დღეს უხვგოლიან დაპირისპირებას ვარაუდობენ, ვინაიდან როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი გახსნილ ფეხბურთს გვიჩვენებს და თუ „რეალის“ დაღლილობა დამატებით შტრიხებს არ შეიტანს შეხვედრაში, ყველაფერი პროგნოზის მიხედვით უნდა წარიმართოს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)