„რეალმა“ „ვილიარეალთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ერთდღიანი შესვენების შემდეგ დასკვნითი ვარჯიში გამართეს და „ვილიარეალთან“ შეხვედრისთვის მოემზადდნენ. გუნდს მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა ძალების აღსაღგენად და „ლა სერამიკაზე“ ვიზიტისთვის მოსამზადებლად.
ერთობლივი გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ, გუნდმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლა და აქცენტი ტაქტიკურ ასპექტებზე გააკეთა.
სესიის მეორე ნახევარი მთლიანად დაეთმო ბურთის ფლობას, პრესინგს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ვინისიუს ჟუნიორმა მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა, სადაც ენერგიის აღდგენაზე ზრუნავდა, ის გუნდთან ერთად მწვანე მინდორზე არ იყო.
სებალიოსის და ხესუს ვალიეხოს აღდგენითი პროცესი გრძელდება. აღდგენა დაიწყო ფერლან მენდიმაც, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს და 3-4 კვირას იუქმებს.
- 14 მარტი 2025
- 153
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.