ანჩელოტი:„ვინისიუსმა ჩემი გადაწყვეტილებით არ ივარჯიშა“
კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებაში, გუნდმა დახარჯა როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ენერგია. ვერ გეტყვით, რომ ყველა ფეხბურთელმა კარგად აღიდგინა ძალები, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, „ვილიარეალთან“ შეხვედრას მოწოდების სიმაღლეზე შევხვდეთ, რადგან ეს გუნდი ძალიან ანგარიშგასაწევი ძალაა.“
„ვინისიუსმა არ ივარჯიშა, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, რადგან მეტისმეტად დაღლილი იყო. ბრაზილიელი განაცხადში მოხვდება და „ვილიარეალის“ წინააღმდეგ თამაში შეეძლება.“
„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვართ, ჩვენ ახლა არა წარსულზე, არამედ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ახლა „რეალის“ საზრუნავი კვლავ ლა ლიგაა, აპრილიდან კი ევროსარბიელზე გავილაშქრებთ.“
„წესების შეცვლა თერთმეტმეტრიანების დრო? არ ვიცი, შეცვლიან თუ არა წესს შეხებაზე, მაგრამ ამ მომენტში ეს წესი მოქმედებს, ხულიანი კი ბურთს ორჯერ შეეხო.“
„რაულ ასენსიომ დიდი შრომით და მონდომებით მიაღწია იმას, რომ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს. ვულოცავ რაულს, ის ამას იმსახურებდა.“
„კარგი იქნებოდა, „რეალი“ რომ კვირას თამაშობდეს და არა შაბათს, ამ შემთხვევაში ჩვენ დამატებით 24 საათი გვექნებოდა ენერგიის აღსაღდგენად, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლი.“
„ვინისიუს ჟუნიორი კლუბისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. მას აქვს როგორც საუკეთესო მომენტები, ასევე ჩავარდნები, მაგრამ საერთო ჯამში საოცარია.“
„მარტში 3 შეჯიბრზე ერთად ვიბრძვით, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ეს ბევრს ნიშნავს.“
„რუდიგერი? ანტონიოს მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს და „ლა სერამიკაზე“ სათამაშოდ მზად არის.“
„2025 წელს კალენდარი ინტენსიურია, ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ ეძლევათ, მაგრამ ჩვენ ამ გრაფიკშიც უნდა მოვახერხოთ წარმატების მიღწევა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.“
„ვინისიუსი ძალიან დაიღალა და მოძრაობაც კი უჭირდა. სწორედ ამიტომ დერბიში ენდრიკს მივეცი შანსი, ის პენალტისთვის არ შემომიყვანია.“
„ემოციურად ძალიან დაღლილები ვართ, მაგრამ რეაბილიტაციაზე ვმუშაობთ და გვჯერა, რომ მარტის ბოლოდან მოწოდების სიმაღლეზე დგომა შესაძლებელია. ახლა უმთავრეს მიზანს „ვილიარეალის“ დამარცხება წარმოადგენს, რადგან 3 ქულა ძალიან გვჭირდება.“
- 14 მარტი 2025
- 1 113
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.