ლუკა მოდრიჩი:„„რეალი“ შეუჩერებელი მანქანაა“
ლუკა მოდრიჩმა „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„დრამატული მატჩი გამოდგა, სადაც როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ.“
„ჩვენ ბევრი ვიტანჯეთ, არაერთ მომენტში გადავრჩით, არაერთ მომენტში შეგვეძლო გოლის გატანა და საბოლოო ჯამში თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივედით, სადაც გავიმარჯვეთ.“
„ცალსახად უნდა ითქვას, რომ „ატლეტიკოს“ დაცვაში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება შეუძლია.“
„მადრიდის „რეალი“ გამარჯვებების მანქანაა, ჩვენ გვაქვს ძლიერი მენტალობა და გვჯერა წარმატების.“
„ასაკი ხელს არაფერში მიშლის, შემიძლია როგორც ორი, ასევე სამი, ოთხი და მეტი მატჩის ზედიზედ ჩატარება, ყოველდღიურ რეჟიმში ბევრს ვშრომობ.“
„ასეთ მატჩებში გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვცდილობდი, ჩემი სიმშვიდე და გამოცდილება სხვა ფეხბურთელებისთვის გამეზიარებინა.“
„ეს არ იყო „რეალის“ საუკეთესო თამაში, მაგრამ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ღირსეულად გავიდა.“
- 13 მარტი 2025
- 1 377
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.