ფერლან მენდის მე-200 და პერესის საჩუქარი
ფერლან მენდიმ მადრიდის „რეალის“ რიგებში საიუბილეო შეხვედრა ჩაატარა.
ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე 200 მატჩი და 13 ტიტულია. აღსანიშნავია, რომ მოთამაშის დებიუტი 2019 წლის პირველ სექტემბერს, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შედგა, მას შემდეგ კი უმძიმესი ტრავმები და დიდი გამოწვევები, თუმცა ფერლანი მაინც დაბრუნდა და მოწოდების სიმაღლეზე დგას.
200 მატჩიდან 128 ლა ლიგაზე მოდის, 53 ჩემპიონთა ლიგაზე, დანარჩენები კი სხვადასხვა ტურნირზე.
ფერლანმა 200 შეხვედრიდან 136 მოიგო.
ფლორენტინო პერესმა მადრიდული დერბის შემდეგ განაპირა მცველს სამახსოვრო მაისური გადასცა.
- 13 მარტი 2025
- 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.