კურტუა:„„რეალის“ ფსიქიკა ძალიან მყარია“
ტიბო კურტუამ მადრიდული დერბი შეაფასა.
„ძალიან რთული თამაში იყო. „ატლეტიკომ“ სივრცეები ჩაკეტა და კონტრ-შეტევაზე საკმაოდ სახიფათო გუნდი იყო. პენალტებს სერია ლატარიაა, სადაც ფსიქოლოგიური მდგრადობის გარეშე ფონს ვერ გახვალ.“
„დარწმუნებული ვარ, „არსენალთან“ შეხვედრაში სულ სხვა სცენარი იქნება და ბევრად ლაღ ფეხბურთს ვიხილავთ, რადგან ამ გუნდს უყვარს სანახაობა.“
„პირველივე წუთზე გოლი გავუშვით, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მძიმე იყო, მაგრამ გონს მალევე მოვეგეთ და თამაშის გაკონტროლება დავიწყეთ.“
„სორლოტი პენლებს ყოველთვის კარგად ასრულებს, ამ მხრივ ნამუშევარი მქონდა, მაგრამ არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და მეც არასწორ მხარს გადავხდი. ლორენტეს მომენტი? ვგრძნობდი, სად აპირებდა ის დარტყმას.“
„გულშემატკივართა აგრესია? ამას უკვე შეჩვეული ვარ.“
„ხულიან ალვარესი ბურთს ორჯერ შეეხო და ამის შესახებ მსაჯს ვუთხარი. მომენტი რთული დასანახი გახლდათ, მაგრამ ტექნოლოგიებმა ყველაფერი გაშიფრა.“
- 13 მარტი 2025
- 317
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.