ანჩელოტი:„ასეთი შეხვედრების მოგება ურთულესია“

კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ დრამატული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები დაცვაში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ, მათი ორგანიზებული მოძრაობა და მწყობრი ასპარეზობა აღსანიშნავია. ჩემს შემტევებს არაფერი გამოსდიოდათ, რადგან ყველა ფეხბურთელს ჰყავდა მისი მეურვე, ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო.“

„პირველივე წუთზე გოლის გაშვებამ ჩვენი ამოცანა ძალიან გაართულა, „ატლეტიკოსი“ კი გაამარტივა. დარწმუნებული ვარ, 0:0-ზე სიმეონეს გუნდი ასეთ დაცვას არ მიმართავდა.“

„რატომ არ დავემშვიდობე დიეგოს? მე ის გასახდელში ვნახე და წარმატებები ვუსურვე, თუმცა არაფერი განგვისჯია, რადგან ორივე დიდი ემოციის ქვეშ ვიყავით და საუბარს აზრი არ ჰქონდა.“

„როდესაც ჩემპიონობა გსურს, ურთულესი მატჩების მოგებაც უნდა შეძლო, ჩვენ არ გავჩერებულვართ და ვცდილობდით, შედეგის მიღწევას. ეს ურთულესი ამოცანა იყო, სადაც შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, 1/4 ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.“

„უდიდესი ენერგიის დახარჯვა გვიწევს, კალენდარი მძიმეა, მაგრამ ამ მოცემულობას ვერსად გავექცევით.“

„პენალტების შემსრულებელი? ვფიქრობ, სია სწორად შევადგინე და ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღე.“

„სიახლე რუდიგერის პენალტზე? მან „სიტისაც“ გაუტანა, გერმანელი ფსიქოლოგიურად ძალიან მდგრადია და ასეთ მომენტებში ნდობას იმსახურებს.“

„ფერლან მენდის კუნთის დაზიანება აქვს, მას სამედიცინო შემოწმება სჭირდება.“

„ვინისიუსზე პენალტის გაფუჭებამ ძალიან ცუდად იმოქმედა, მაგრამ ბრაზილიელი კიდევ ბევრს შეასრულებს. ის ამ კომპონენტში საკმაოდ ძლიერია.“

„მოდრიჩი და ჩუამენი ერთმანეთს კარგად უგებენ. საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ დუეტით.“

„კამავინგა? ის ამ სეზონში ბევრ მატჩს ტოვებს, მაგრამ გადამწყვეტ ეტაპზე მოწოდების სიმაღლეზე იდგება. იმედი მაქვს, დაზიანებას აღარ მიიღებს, ფრანგის შესაძლებლობები ნამდვილად ამოუწურავია.“

„ენდრიკის პენალტი? დიახ, ის კარგად ასრულებს თერთმეტმეტრიანს, მაგრამ დიდი წნეხის ქვეშ იყო და სწორედ ამიტომ, ანტონიოს ვუთხარი, რომ ბურთთან მისულიყო.“


1

13 მარტი 2025 11:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 572

ზღვა ემოცია იყო, რაზეა საუბარი, მაგრამ

სებალოსის გარეშე რომ გააზრებულ შეტევას ვერ ვქმნით, ეგ არის ფაქტი და ნახევარდაცვაში სერიოზული სამუშაოა


2

13 მარტი 2025 11:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

ეხლა სასტავი არსენალის ფანები გახდებიან და ესე დღეგამოშვებით იცვლიან კლუბებს ))

ერთი თვე წინ არის, რაც შეიძლება ფორმაში უნდა შევიდნენ და შევიდნენ, ჩვეულებრივად შეიძლება ლიგის წამოღება 


3

13 მარტი 2025 11:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896

მოეჩა ყველაზე რთული გუნდი გავაგდეთ აწი გამჩერებელი არავინაა


4

13 მარტი 2025 12:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5
13 მარტი 2025 11:42, Tafs says:

ეხლა სასტავი არსენალის ფანები გახდებიან და ესე დღეგამოშვებით იცვლიან კლუბებს ))

ერთი თვე წინ არის, რაც შეიძლება ფორმაში უნდა შევიდნენ და შევიდნენ, ჩვეულებრივად შეიძლება ლიგის წამოღება 

აბა მუჭო რა შენ არ იყავი ბენფიკას ფანი გუშინ წინ? ???

13 მარტი 2025 11:44, Guti14 says:

მოეჩა ყველაზე რთული გუნდი გავაგდეთ აწი გამჩერებელი არავინაა

არსენალი უფრო რთული გუნდია. კაია ესე შენ შეუტევ ის თავს დაიცავს აბა შემტევ გუნდთან რას იზავენ ეგაა საინტერესო 


5

13 მარტი 2025 12:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

საიდან მოიტანე რომ ბენფიკას ფანი ვიყავი )) მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო...


6

13 მარტი 2025 12:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 479
13 მარტი 2025 12:05, N4N says:
13 მარტი 2025 11:42, Tafs says:

ეხლა სასტავი არსენალის ფანები გახდებიან და ესე დღეგამოშვებით იცვლიან კლუბებს ))

ერთი თვე წინ არის, რაც შეიძლება ფორმაში უნდა შევიდნენ და შევიდნენ, ჩვეულებრივად შეიძლება ლიგის წამოღება 

აბა მუჭო რა შენ არ იყავი ბენფიკას ფანი გუშინ წინ? ???

13 მარტი 2025 11:44, Guti14 says:

მოეჩა ყველაზე რთული გუნდი გავაგდეთ აწი გამჩერებელი არავინაა

არსენალი უფრო რთული გუნდია. კაია ესე შენ შეუტევ ის თავს დაიცავს აბა შემტევ გუნდთან რას იზავენ ეგაა საინტერესო 

არსენალს ბურთს არ დაანახებენ რაის არსენალი


7

13 მარტი 2025 12:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

არსენალი არაფერი გუნდი არაა, მერე პსჟ და გამოჩნდება ვინ რა ფორმაში იწნება წინ დიდი დროა მაგრამ პსჟ საც ნარტივად უნდა გაცდენ და ფინალი დაიდოს, მეორე მხარეს უფრონრთულადაა საქმე ეხლა... ინტერს 5 მიცეს კუში ))) რავიცი რავიცი


8

13 მარტი 2025 12:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 952

პსჟეს და ბარსას ჩამოწერა არ შეილება.

3 გუნდია ფავორიტი.რეალი ბარსა და პსჟ

-----------------------
Decimotercero

9

13 მარტი 2025 12:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 479
13 მარტი 2025 12:20, Sani_Real says:

პსჟეს და ბარსას ჩამოწერა არ შეილება.

3 გუნდია ფავორიტი.რეალი ბარსა და პსჟ

პსჟს მაგ დონის შეტევა არ ჰყავს რომ ლიგის მოგებაზე გაიწიოს

რეალი და ბარსელონა იქნება ფინალი, ინტერიც ძაან გააჩმახებს მაგათი გაგდება ორ თამაშში ურთულესია


10

13 მარტი 2025 13:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 112
13 მარტი 2025 12:20, Sani_Real says:

პსჟეს და ბარსას ჩამოწერა არ შეილება.

3 გუნდია ფავორიტი.რეალი ბარსა და პსჟ

აქაური ექსპერტობას რო კითხო ბარსელონას ნახ ფინალში არც ინტერთან აქ შანსი და არც ბავარიასთან მიზეზი ისა რომ აქამდე ვერ გადიოდნენ:))

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

11

13 მარტი 2025 14:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226
13 მარტი 2025 13:47, I N I E S T A 8 says:
13 მარტი 2025 12:20, Sani_Real says:

პსჟეს და ბარსას ჩამოწერა არ შეილება.

3 გუნდია ფავორიტი.რეალი ბარსა და პსჟ

აქაური ექსპერტობას რო კითხო ბარსელონას ნახ ფინალში არც ინტერთან აქ შანსი და არც ბავარიასთან მიზეზი ისა რომ აქამდე ვერ გადიოდნენ:))

შანსი როგორ არააქ, ეგრე შანსი დორტმუნდსაცააქ )) ნაგრამ ვერ გაცდება ვერც ინტერს და ვერც ბაიერნს აგერ შენ და აგერ მე...  

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)