დე პაული:„ყოველთვის ძლიერი ვერ იმარჯვებს“

როდრიგო დე პაულმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყოველთვის კარგი თამაშით ვერ მოიგებ, ვერც უპირატესობა მოგცემს იმის გარანტიას, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ გამარჯვებული იქნები. ჩვენ ბერნაბეუზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, არაერთ მომენტში ვჯობდით სამეფო კლუბს, მაგრამ მათ გაიმარჯვეს და ჩვენ ახლა საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა სავსებით შესაძლებელია. საკუთარ მოედანზე, გულშემატკივართა უდიდესი არმიის წინ გამარჯვება ნამდვილად შეგვიძლია და ბოლომდე დავიხარჯებით.“

„ჯუდ ბელინგემი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და ისე თამაშობს, თითქოს დიდი გამოცდილება აქვს. ინგლისელი პირველ შეხვედრაში არ იყო, მაგრა ახლა „ბლანკოსს“ დაეხმარება და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.“

„ინგლისელის გარდა სამეფო კლუბში არაერთი ტოპ კლასის ფეხბურთელია, ჩვენ ვერ გვექნება ინდივიდუალური მიდგომები, ჩვენ უნდა გავიზიაროთ გუნდური სულისკვეთება და შევაჩეროთ „რეალი“ როგორც მექანიზმი.“

„ანჩელოტის გუნდის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია და ვიცით, რამხელა რესურსს ფლობს სამეფო კლუბი, ჩვენ ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია საკუთარი ძალები.“

„თუ „რეალის“ ბარიერს დავძლევთ, მოტივაცია კიდევ უფრო მაღალი გახდება და თვითრწმენას შევიძენთ.“

„რა თქმა უნდა, „ატლეტიკოს“ ყველა ფეხბურთელის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და გამარჯვებაა.“


1

12 მარტი 2025 16:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 396

კაი რა ყველა 1-1-ზე ბურთი დაგახიეთ თავზე რაში გვჯობნიდი? დაცვა არაგვყავს 3 ძირითადი მცველი აკლია გუნდს მთელი სეზონია + სებალიოსის ტრამვა და ბელინგემის წითელი და მეტი ფორა რაღა გინდოდათ...

პ.ს იმედია დღეს მბაპე ითამაშებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)