ედუ კამავინგა „სიტიში“ პეპ გვარდიოლასთან?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, პეპ გვარდიოლა მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობას თხოვს, რომ ედუარდო კამავინგას ტრანსფერი განახორციელოს.
ფრანგი ფეხბურთელის პოზიციები ამ სეზონში ნამდვილად შეირყა, რადგან მხოლოდ ტრავმების გამო, ნახევარმცველმა შეხვედრების და საერთო დროის 45% გამოტოვა.
არსებული ცნობით, გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ნახევარდაცვა მნიშვნელოვნად არის გადასახალისებელი, კამავინგაზე კი მრავალწლიანი გათვლის გაკეთება შეიძლება.
ფრანგი მოთამაშის ფასი ამ ეტაპზე 80-იდან 100 მილიონ ევრომდე მერყეობს, რაც მანჩესტერული გრანდისთვის რთული გადასახდელი არ იქნება.
„რეალის“ პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობილი ჯერ-ჯერობით არ არის.
- 12 მარტი 2025
- 1 036
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.