ანჩელოტი:„„რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია“
კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„კარგად მოვემზადეთ, ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ მადრიდულ დერბიში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ჩვენ ვიცით, რამდენად რთული შეხვედრა გველის, თუმცა გამოწვევებისთვის მზად ვართ.“
„ბრაჰიმ დიასი და მოდრიჩი? ამ სეზონში ისინი მუდმივად სასტარტოში არ არიან, მაგრამ საკმაოდ დიდ დროს იღებენ სათამაშოდ. ეს მწვრთნელის ფუფუნებაა, როდესაც მათი სკამზე დატოვება შემიძლია.“
„ჩვენ გვსურს 1/4 ფინალში გასვლა და ამისთვის მზად ვართ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დამატებით დროში თამაში, ან პენალტების სერია მოგვიწიოს. ნებისმიერ გამოწვევას უნდა გავცეთ პასუხი, რადგან მიზანს მომდევნო ეტაპი წარმოადგენს. ფეხბურთელებთან სრული შეთანხმება მაქვს და ვიცი, როგორ უნდა ვიასპარეზოთ. ჩვენ ვეცდებით, საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას, რომელიც დადებით შედეგს მოიტანს და ყველა კმაყოფილი დარჩება.“
„მე და დიეგო სიმეონეს ფეხბურთთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე გვაქვს შეთანხმეა. ბევრ საკითხზე ვფიქრობთ ერთნაირად. არგენტინელი სპეციალისტი ძალიან მაღალი დონის გახლავთ და ჩემგან სიმპატიებს იმსახურებს.“
„თუ ბევრს ირბენ, მატჩს დაღლილი დაასრულებ, მაგრამ თუ შექმნი განსხვავებებს და შენი მოძრაობები პროდუქტიული იქნება, წარმატებას მიაღწევ და გაიმარჯვებ.“
„ფეხბურთელები იღებენ პასუხისმგებლობას, როგორც გამარჯვებაზე, ასევე წაგებაზე. (იცინის) ჩვენს გუნდში მაღალი პასუხისმგებლობით არაერთი მოთამაშე გამოირჩევა, ჩვენ აღვიქვამთ, რამხელა გამოწვევასთან გვაქვს საქმე და გასამარჯვებლად მზად ვართ.“
„ტაქტიკურ მხარეზე ყურადღების გამახვილება უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ბურთის გარეშე ძალიან სწორად უნდა ვითამაშოთ და ეს „ატლეტიკოსთან“ მოგვაგებინებს.“
„დიახ, ვინისიუსს თითზე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის, ის პირველივე წუთებიდან დაიწყებს.“
„ვინი და მბაპე ძალიან სახიფათო შეტევის ხაზს ქმნიან, ორივე სწრაფია, ტექნიკური და გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მათი მონაგარით კმაყოფილი ვარ.“
„პენალტების სერია ძალიან რთულია. შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითი, სადაც მეგავარსკვლავებს ვერ გაუტანიათ გოლი. მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში მენტალური მზაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური. მე მომიგია მატჩები, სადაც პენალტი გაუტანიათ ნესტას, ნაჩოს და სხვებს, რომლებიც პენალტის შემსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ იმ მომენტისთვის კარგ მენტალურ მდგომარეობაში გახლდნენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“
„თუ ჩვენ ვამარცხებთ „სიტის“, ვამარცხებთ „ატლეტიკოს“ და გავდივარ 1/4 ფინალში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტურნირზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ეს განცხადება სულაც არ არის ხმაურიანი, რადგან ასეთი მატჩების მოგებას დიდი რესურსი სჭირდება. ფინალში გასვლა სავსებით შესაძლებელია.“
- 11 მარტი 2025
- 1 177
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.