ჩუამენი:„„ატლეტიკოს“ ფეხბურთელის არ მეშინია, ვიცი ჩემი საქმე“

ორელიან ჩუამენიმ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყველა ფეხბურთელი მზად არის ბრძოლისთვის. ჩვენ ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაფერს გავიღებთ წარმატების მისაღწევად.“

„სტვენა და ათასგვარი გამონათქვამი? ვცდილობ, გუნდისთვის დავიხარჯო და ყურადღება არ მივაქციო უღირსი ადამიანების ქცევას. მე პროფესიონალი ვარ და ყოველთვის თამაშზე ვფოკუსირდები.“

„ფეხბურთელები ერთმანეთს ვეხმარებით და გვსურს, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. სეზონის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ვართ და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„კილიან მბაპე შესანიშნავია გოლეადორია, რომელმაც უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. არ ინერვიულეთ და დამერწმუნეთ, რომ ფრანგი მოთამაშე კიდევ ბევრჯერ აიღებს მეტოქის კარს, ის ძალიან მაღალი კლასის წინახაზელია.“

„იყო კარგი ცენტრალური ნახევარმცველი არ ნიშნავს, რომ ავტომატურად კარგი ცენტრალური მცველი ხარ. ეს რადიკალურად განსხვავებული პოზიციებია, მაგრამ როდესაც გუნდს დახმარება სჭირდება, ამ პოზიციაზე სათამაშოდ მზად ვარ. ცენტრალური მცველობა განსხვავებულ სპეციფიკას მოითხოვს. ბურთის ფლობის მიმართულებით ეს სულ სხვა ადგილია.“

„თუ სწორად მახსოვს, მბაპეს ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 29 გოლია. ვფიქრობ, კითხვები არ უნდა არსებობდეს.“

„დარწმუნებული ვარ, „ატლეტიკო“ შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და როგორც მე, ასევე მცველებს ბევრი საქმე გვექნება. სიმეონეს გუნდმა პირველი თამაში წააგო და ახლა ვალდებულია, გოლები გაიტანოს. ჩვენ ვიცით, როგორ ვეთამაშოთ „როხიბლანკოს“ და დარწმუნებული ვარ, ყველაფრის სწორად შესრულების შემთხვევაში, 1/4 ფინალის საგზურს მოვიპოვებთ.“

„არასდროს უნდა იფიქრო სხვა მატჩზე, როდესაც ერთ კონკრეტულ შეხვედრას თამაშობ. როდესაც ლა ლიგის დროა, ლა ლიგის გუნდთან ასპარეზობაზე ვფიქრობთ, ახლა ჩემპიონთა ლიგის დროა. ჩვენ არ გვჩვევია სხვადსახვა საკითხზე ერთად ფიქრი. ეს არ იქნება წარმატების მომტანი.“

„მსურს, რომ პირად დონეზე თამაში გავაუმჯობესო, ახლა კარგ ფორმაში ვარ და სეზონის გადამწყვეტ ეტაპს მოწოდების სიმაღლეზე ვხვდები.“

„გრიზმანი? ის ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა ფრანგის არ მეშინია. ერთად არაერთი შეხვედრა ჩაგვიტარებია, ნაკრების ვარჯიშებზე კი ყოველთვის ჩემი ყურადღების ქვეშ არის.“

„ვინისიუსი? ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოველთვის ქმნის განსხვავებებს და გუნდს დინამიკას სძენს.“


1

13 მარტი 2025 06:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 276

შენი ფეხბურთელობა არ გაიშვა შე მკუანა...... )))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)