როდრიგო:„მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი მომავალი გადაწყვეტილია“

როდრიგო გოეშმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებს საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი.

„ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო. 2-ჯერ მოვახერხე გამარჯვება, რაზეც ვოცნებობდი, მაგრამ მჯერა, რომ „რეალთან“ ერთად კიდევ მოვიგებ ამ თასს. სამეფო კლუბი ჩემს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს, მიყვარს აქაურობა, გუნდი, ქალაქი, ამინდი და ადამიანები, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან.“

„ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გარემო პირობებს. ვფიქრობ, სამხრეთ-ამერიკელებისთვის მადრიდში ცხოვრება რთული არ არის, რადგან აქ შესანიშნავი კლიმატია.“

„მანჩესტერ „სიტი“ ბოლო დროს „რეალის“ ყოველწლიურ მეტოქედ იქცა. ყველა მატჩი, რომელიც ინგლისელთა წინააღმდეგ ჩავატარეთ გამორჩეული იყო. მახსოვს შარშანდელი სეზონი, სადაც „სიტის“ ამოუწურავი რესურსი ჰქონდა, ჩვენ კი საკადრო პრობლემების ფონზე მაინც მოვახერხეთ მომდევნო ეტაპზე გასვლა და საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება. ამ სეზონში გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ სრული დომინაცია გვქონდა, რაც ორივე მატჩის მოგებაში აისახა.“

„„რეალი“ და „ატლეტიკო“ მადრიდის ორი უძლიერესი კლუბია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. დერბიში ყოველთვის განსხვავებული და განსაკუთრებული ატმოსფეროა, რომელიც ქომაგებს კიდევ უფრო იზიდავს.“

„ვფიქრობ, დიდი პრივილეგიაა, რომ ვინისიუსთან და მბაპესთან ერთად ვკრავ ტრიოს. ეს არის დიდი შესაძლებლობა და ამასთანავე გამოწვევა, რომელიც მაბედნიერებს. მადრიდის „რეალში“ დიდ ეპოქას ერთად ვქმნით. მე ვცდილობ, მათთვის კომფორტული პარტნიორი ვიყო, ისინი კი პირიქით.“

„ლუკა მოდრიჩი? ხორვატი ნამდვილი ლეგენდაა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მან პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა „რეალთან“ ერთად, მე ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი და სკოლაში ვსწავლობდი. ლუკა და მამაჩემი ერთი ასაკის არიან, სწორედ ამიტომ ვეძახი ხოლმე მას მამას.“

„კარლო ანჩელოტი არამხოლოდ ფანტასტიკური მწვრთნელი, არამედ შესანიშნავი ადამიანია. მახსოვს პირველი რჩევები, რომელიც პირველ ვარჯიშზე მივიღე. ანჩელოტი ახალგაზრდა მოთამაშეებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა, ამის დადასტურება შეუძლიათ, როგორც ვინის, ასევე კამავინგას და სხვა ახალგაზრდებს. იტალიელი სპეციალისტის როლი ჩემს განვითარებაში უდიდესია.“

„მამაჩემი ყოველთვის სწორ რჩევებს მაძლევს, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ აქამდე მოვედი. სულ პატარა ვიყავი, როდესაც ფეხბურთით დავინტერესდი, მამა კი აღვივებდა ნაპერწკალს, რომელიც ჩემში იყო. დღემდე ის წარმართავს ჩემს კარიერას და უდიდეს დახმარებას მიწევს. მამამ დიდი მსხვერპლი გაიღო ჩემთვის და ვიმედოვნებ დადგება დღე, როდესაც მე შევძლებ მისთვის ყველაფერის გადახდას.“

„ჩემი მომავალი? ერთადერთი კლუბი, რომელსაც თავს ვუკავშირებ „ბლანკოსია“. ჭორები, რომელიც ჩემს შესახებ ვრცელდება სისულელეა, „რეალის“ დატოვებას არ ვაპირებ და აქ ყოფნა უდიდესი პრივილეგიაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი მომავალი გადაწყვეტილია.“


1

11 მარტი 2025 12:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 572

როდრიგო მარცხნიდან რომ თამაშობდეს, დღეს ხუთეულში იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, მაინც ტოპ მოთამაშე დადგა, ძაან კლასნი ტიპია.


სულ ვიძახი, ვინისიუსს რომ როდრიგოსნაირი დარტყმა ქონდეს, რონალდოს შედეგებზე გავიდოდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)