კარვახალი ყველა დიდ მატჩში გუნდთან ერთად იქნება
კარლო ანჩელოტის სურს, რომ დანიელ კარვახალმა ყველა დიდი მატჩის წინ თანაგუნდელები გაამხნევოს.
ესპანელი განაპირა მცველი ხვალ, „ვანდა მეტროპოლიტანოზეც“ „რეალის“ გასახდელში იქნება და ფეხბურთლებთან ისაუბრებს.
კარვახალის ავტორიტეტი გუნდში ძალიან დიდია, სწორედ ამიტომ, ანჩელოტი ამ პოტენციალის ათვისებას ცდილობს.
ის, რომ ამ სეზონში დანი გუნდს ვერ დაეხმარება, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მაგრამ მოთამაშე ახლა ფეხბურთელების ფსიქოლოგიის გაძლიერებაზე იზრუნებს.
- 11 მარტი 2025
- 1 010
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.