ანჩელოტი:„ფედე ბრუნდება“

კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის 27-ე ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„საკმაოდ სოლიდური მეტოქე გვყავს. „რაიო ვალეკანო“ მამაცი გუნდია, რომელიც თამაშობს ინტენსიურ და სანახაობრივ ფეხბურთს. მიმდინარე სეზონში ამ გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა ყველას უჭირს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 3 ქულის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.“

„თითოეულ ფეხბურთელთან მაქვს ინდივიდუალური ურთიერთობა და ვცდილობ, ყველაფერი ვიცოდე, მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ.“

„ზოგიერთ თამაშში ლიდერი მბაპეა, ზოგიერთი ვინისიუსი, როდრიგო, ან ჯუდ ბელინგემი. მთავარი კი გუნდის წარმატებაა და ყველა ფეხბურთელი ამისთვის იბრძვის.“

„ფედე ვალვერდემ აღდგენითი პროცესი დაასრულა და „რაიო ვალეკანოსთან“ სათამაშოდ მზად არის. ურუგვაელ ფეხბურთელს „რეალში“ არაერთ პოზიციაზე უთამაშია, მან ბოლო დროს მარჯვენა მცველადაც სცადა ასპარეზობა, ვინაიდან გუნდს სჭირდებოდა, თუმცა მერწმუნეთ, სამხრეთ-ამერიკელისთვის საუკეთესო პოზიცია ნახევარმცველია. ამ საკითხზე მე და ვალვერდეს არ გვიკამათია.“

„ფლორენტინო პერესს დაბადების დღე მივულოცე და ვუსურვე, რომ დღევანდელი დღით დიდი სიამოვნება მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია მას კარგი საჩუქარი გავუკეთოთ და „რაიოსთან“ გავიმარჯვოთ.“

„სევილიაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ადგილობრივ „ბეტისთან“ დავმარცხდით. საბედნიეროდ, ეს იყო კონკრეტული მომენტის ჩავარდნა და არა გრძელვადიანი. ახლა კარგ ფორმაში ვართ და ვეცდებით, თამაშები მოვიგოთ.“

„გუნდს დასვენებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. მივიჩნევ, რომ „რაიოს“ სათანადოდ დავხვდებით.“

„ედუარდო კამავინგამ ტრავმების გამო ჯამში 3 თვე და 2 კვირა გამოტოვა, ეს მცირე დრო არ არის. ამას დაემატა ზურგის ტკივილები, რაც მას სრულფასოვნად ასპარეზობის საშუალებას არ აძლევდა. ფრანგს მეტი შეუძლია და მჯერა, რომ სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„მბაპე ხარისხიანი მოთამაშეა და კრიტიკას არ იმსახურებს. კილიანი „ატლეტიკოსთან“ პირველ მატჩში არ ყოფილა ისეთივე ეფექტური, როგორიც „სიტისთან“, მაგრამ ამაში არანაირი პრობლემა არ არის.“

„მოდრიჩს შეუძლია ითამაშოს ხვალ, შემდეგ კი ფორმა აღიდგინოს და „ატლეტიკოსთანაც“ შესანიშნავად გამოვიდეს. ხორვატის ასაკი არ არის ის კომპონენტი, რომელიც მაშინებს, რადგან ის საოცარ ფორმაშია.“

„როდრიგო გუნდს ყველა მიმართულებით ეხმარება. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო დროს დაცვითი კომპონენტი მნიშვნელოვნად გააძლიერა.“


1

8 მარტი 2025 20:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 935

გერმანიაში რა ხდება ყველამ რომ გატეხა თამაში


2

8 მარტი 2025 20:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 410
8 მარტი 2025 20:49, kroos toni says:

გერმანიაში რა ხდება ყველამ რომ გატეხა თამაში

რატო გგონია რო გეემანელებს ფული არ უყვართ))


3

8 მარტი 2025 20:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 959

ყველაზე მაგარ სეზონს ატარებს სალაჰი.

უეჭველი ოქროს ბურთს იმსახურებს სხვას ვერავის ვხედავ.

ეპლი უკვე მოგებულია რამე სასწაული თუ არ მოხდა. ტიპს 29 თამაშში 27 გოლი აქვს და 17 საგოლე.

-----------------------
Decimotercero

4

8 მარტი 2025 21:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 410
8 მარტი 2025 20:56, Sani_Real says:

ყველაზე მაგარ სეზონს ატარებს სალაჰი.

უეჭველი ოქროს ბურთს იმსახურებს სხვას ვერავის ვხედავ.

ეპლი უკვე მოგებულია რამე სასწაული თუ არ მოხდა. ტიპს 29 თამაშში 27 გოლი აქვს და 17 საგოლე.

თუ ლიგაზე ფინალში მაინც გავიდნენ უეჭველი აიღებს


5

8 მარტი 2025 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 600

საინტერესოა მართლაც რომ... ლევერკუზენმაც, ბაიერნმაც და დორტმუნდმაც ყველამ სახლში წააგო და არა გასვლა. პ.ს სიტი რო წააგებდა ისედაც ვიცოდი... რო ვუყურებ ამ წელს ფორმაში მარტო პსჟ/ბარსა/ლივერპულია და ლოგიკურად, ბარსა უნდა შეხვდეს პსჟ/ლივერპულის წყვილს.


6

8 მარტი 2025 21:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896
  • 8 მარტი 2025 21:28, Rustaveli1990 says:

    საინტერესოა მართლაც რომ... ლევერკუზენმაც, ბაიერნმაც და დორტმუნდმაც ყველამ სახლში წააგო და არა გასვლა. პ.ს სიტი რო წააგებდა ისედაც ვიცოდი... რო ვუყურებ ამ წელს ფორმაში მარტო პსჟ/ბარსა/ლივერპულია და ლოგიკურად, ბარსა უნდა შეხვდეს პსჟ/ლივერპულის წყვილს. რეალს არ ეკითხება ვინმე რამეს? ბურთი დაახია მაგ ლივერპულს პსჟმ, რეალი ფინალში გავა და იმ ლუზერ ბარსელონას ვინ გაუშვებს ფინალში?


7

8 მარტი 2025 21:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 348

შენ ხარ რეალის პრობლემა შე ბებერო მცუანა და კარგია,როიმ დიდ პანღურს მიიღებ პერესისგან სეზონის ბოლოს.)))


8

8 მარტი 2025 22:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896

ნეტა ვალენსია გადააჯვავდეს სეგუნდაში მაგის დამაარსებელი მო.ან


9

8 მარტი 2025 22:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 600
8 მარტი 2025 21:47, Guti14 says:
  • 8 მარტი 2025 21:28, Rustaveli1990 says:

    საინტერესოა მართლაც რომ... ლევერკუზენმაც, ბაიერნმაც და დორტმუნდმაც ყველამ სახლში წააგო და არა გასვლა. პ.ს სიტი რო წააგებდა ისედაც ვიცოდი... რო ვუყურებ ამ წელს ფორმაში მარტო პსჟ/ბარსა/ლივერპულია და ლოგიკურად, ბარსა უნდა შეხვდეს პსჟ/ლივერპულის წყვილს. რეალს არ ეკითხება ვინმე რამეს? ბურთი დაახია მაგ ლივერპულს პსჟმ, რეალი ფინალში გავა და იმ ლუზერ ბარსელონას ვინ გაუშვებს ფინალში?

ბაზარი არაა ეგრე უსუსურად ლივერპული არ მინახავს, მაგრამ ენფილდზე იგივეს აღარ გაიმეორებენ. მე პირადად პსჟ-ს ვუჭერ მხარს არც სჭირდება ახსნა რატომ, ჩ.ლიგა რომ მოიგოს, რა გოლი არ ჩაუთვალეს კვარას მაგარი გატეხილში ვარ. რეალს რაც შეეხება ყოველთვის ვუქომაგებ უბრალოდ წელს ტრამვებია ფონზე ლიგა/ლა ლიგა ძალიან გაჭირდება, მაქსიმუმი უნდა გაწუროს კარლომ და ერთ-ერთი მაინც უნდა მოიგოს... ძნელია უფრო იტრამვება ხალხი... ცვლილებებს ველი ზაფხულში სერიოზულს. 


10

8 მარტი 2025 22:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896
8 მარტი 2025 22:47, Rustaveli1990 says:
8 მარტი 2025 21:47, Guti14 says:
  • 8 მარტი 2025 21:28, Rustaveli1990 says:

    საინტერესოა მართლაც რომ... ლევერკუზენმაც, ბაიერნმაც და დორტმუნდმაც ყველამ სახლში წააგო და არა გასვლა. პ.ს სიტი რო წააგებდა ისედაც ვიცოდი... რო ვუყურებ ამ წელს ფორმაში მარტო პსჟ/ბარსა/ლივერპულია და ლოგიკურად, ბარსა უნდა შეხვდეს პსჟ/ლივერპულის წყვილს. რეალს არ ეკითხება ვინმე რამეს? ბურთი დაახია მაგ ლივერპულს პსჟმ, რეალი ფინალში გავა და იმ ლუზერ ბარსელონას ვინ გაუშვებს ფინალში?

ბაზარი არაა ეგრე უსუსურად ლივერპული არ მინახავს, მაგრამ ენფილდზე იგივეს აღარ გაიმეორებენ. მე პირადად პსჟ-ს ვუჭერ მხარს არც სჭირდება ახსნა რატომ, ჩ.ლიგა რომ მოიგოს, რა გოლი არ ჩაუთვალეს კვარას მაგარი გატეხილში ვარ. რეალს რაც შეეხება ყოველთვის ვუქომაგებ უბრალოდ წელს ტრამვებია ფონზე ლიგა/ლა ლიგა ძალიან გაჭირდება, მაქსიმუმი უნდა გაწუროს კარლომ და ერთ-ერთი მაინც უნდა მოიგოს... ძნელია უფრო იტრამვება ხალხი... ცვლილებებს ველი ზაფხულში სერიოზულს. 

პსჟს წარმატება მაგრამ რეალს თუ შეხვდა არასოდეს რეალის წინააღმდეგ არ ვიქნებ, თუ ეს არ იქნება ქართული გუნდი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (88)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)