ანჩელოტი:„ვალვერდეს გარეშე „რეალი“ ვერ წარმომიდგენია“
კარლო ანჩელოტიმ სამეფო კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს ისაუბრა და ხაზი გაუსვა როლს, რომელიც ფედერიკო ვალვერდეს გუნდში აქვს.
„მიხარია, რომ ჯუდი, რაულ ასენსიო, კამავინგა, ენდრიკი და არდა სულ ახალი თაობის წევრები არიან. მათ წინ გუნდში იზრდებოდნენ ვინისიუსი, როდრიგო, ჩუამენი და სხვა ფეხბურთელები.“
„კოლექტივი ახალგაზრდულია და ფეხბურთელების პროგრესში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მოდრიჩს, ბენზემას, კარვახალს, ნაჩოს და სხვა ლეგენდებს.“
„ფედე? ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა დიდი სტაჟი აქვს. სიმართლე გითხრათ, ურუგვაელის გარეშე გუნდი ვერ წარმომიდგენია, ის განსაკუთრებული ფიგურაა, რომელიც არაერთ პოზიციაზე თამაშობს.“
„მხოლოდ ჩემს ხელში ვალვერდე ყოფილა მარჯვენა ვინგერი, ცენტრალური ნახევარმცველი, მარჯვენა მცველი, ჩამშლელი და ასე შემდეგ.“
- 8 მარტი 2025
- 1 820
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.