„რეალმა“ ვარჯიში განაახლა

სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ერთდღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს და „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყეს.

სესია სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო, სადაც მოთამაშეებმა 40 წუთი გაატარეს, შემდეგ კი მწვანე მინდორზე გადაინაცვლეს და ბურთთან ერთად ივარჯიშეს.

ფედერიკო ვალვერდეს დატვირთვა არ მიუღია, ეს სატრენაჟორო დარბაზში დარჩა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნავდა. ურუგვაელი ფეხბურთელის გამოჩენა „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ საეჭვოა.

ვალიეხო და სებალიოსი აღდგენით პროცესს  განაგრძობენ, ისევე როგორც მილიტაო და კარვახალი.

ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.

შემდეგი სესია ხვალისთვის არის ჩანიშნული.


1

6 მარტი 2025 17:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 597

ამ ვნებათაღელვაში მგონი ყველას გამორჩა რო ბრაჰიმს მენდიმ გაუკეთა ასისტი, მგონი მერვე საოცრებასთან გვაქვს საქმე


2

6 მარტი 2025 23:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 403

ამ ნაბოზარმა ბეტისმა რეალთან მოიტტყყნა და დღეს პორტუგალიის ჩემპიონატის მერვე ადგილოსანს ვერ მოუგო სახლში და ორი ბურთიც გაუშვა! გაგიკვირდებათ და არც ისკოს და არც ანტონის არ უფრენია! ეაღა ჩვენთან გაახსენდა ისკოს პრაიმ ისკოს დრო!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 24
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (88)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)