დენილსონი:„მბაპე თუ ვინი? დღეს ბრაზილიელი უფრო საჭიროა“

„ბეტისის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დენილსონმა „ბენიტო ვილამარინზე“ დაგეგმილი მატჩის წინ სიტუაცია შეაფასა და „რეალის“ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, საინტერესო მატჩს ველი. „ბეტისი“ საშინაო არენაზე ყოველთვის სახიფათოა. პელეგრინის გუნდი 3 ქულის ასაღებად იბრძოლებს.“

„ვინისიუსი თუ მბაპე? ორივე ძალიან ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ამ ეტაპისთვის სამეფო კლუბში უფრო საჭირო ვინია.“

„ვინისიუსმა „რეალთან“ ერთად ტიტულების მოგებაზე უნდა იფიქროს. არ ვფიქრობ, რომ ბრაზილიელისთვის საუდის არაბეთიდან წამოსული შემოთავაზებები და საოცარი თანხების გამომუშავება პრიორიტეტულია, მის მიზანს „მერენგებთან“ ერთად ტიტულების მოგება წარმოადგენს.“

„ენდრიკი? ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. მიხარია, რომ ევროპაში ამდენი ბრაზილიელი აღწევს წარმატებას. ენდრიკს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს, თუმცა ამისთვის მეტი სათამაშო დროა საჭირო.“

„ფელიპეს დიდი პოტენციალი და შემართება აქვს, სამეფო კლუბში გადასვლა მისთვის დიდი მოტივაცია უნდა იყოს.“


1

1 მარტი 2025 14:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 27

მბაპეს კბილი აღარ აწუხებს?


2

1 მარტი 2025 15:29

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 2 570
  • |
  • კომენტარები: 20
1 მარტი 2025 14:52, Valverde says:

მბაპეს კბილი აღარ აწუხებს?

არა. განაცხადშიც მოხვდა და სასტარტოშიც განიხილება.

შუა კვირაში კბილი ამოუღეს და მცირე გართულების გამო არ იყო სოსიედადთან განაცხადში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (167)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)