„უეფამ“ „რეალს“ შესაძლოა 500 ადგილის გამოყენება აუკრძალოს
მადრიდის „რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირებაში გულშემატკივართა მხრიდან ხოსეპ გვარდიოლას მიმართ გამოხატული აგრესიისა და დისკრიმინაციის ნიშნების გამო, „უეფამ“ სამეფო კლუბი შესაძლოა დასაჯოს.
„უეფას“ დისციპლინური რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ბლანკოსს“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მინიმუმ 500 ადგილის დახურვისა და ვერგამოყენების სანქცია შეიძლება დაეკისროს.
გარდა ამისა, „რეალი“ ვალდებული გახდება ჯარიმის სახით 30 000 ევრო გადაიხადოს.
არაოფიციალური ინფორმაციით, სანქციის ვადად 2 წელი განიხილება.
- დღეს, 12:37
- 369
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.