ვარანი:„ზიზუმ ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა“
რაფაელ ვარანმა მადრიდული კარიერა გაიხსენა.
„მადრიდში გატარებული თითოეული სეზონი დიდი გამოცდილება იყო. ზინედინ ზიდანს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს ნათამაშები. სწორედ ფრანგი დამიკავშირდა და ბერნაბეუზე თამაში შემომთავაზა, მაშინ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო, რომელიც დაცვით კომპონენტს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და ბევრი რამ მასწავლა.“
„ეპოქა, სადაც ყველაზე დიდი პროგრესი ვაჩვენე ზიდანს უკავშირდება. როდესაც ის მწვრთნელად მოვიდა, დამატებითი მოტივაცია შევიძინე.“
„საუკეთესო თანაგუნდელი? ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი მოთამაშე, ვისთან ერთადაც მითამაშია კრიშტიანო რონალდუა. პორტუგალიელს სოაცარი თვისებები ჰქონდა და ყოველთვის ყველას აოცებდა.“
„საუკეთესო მომენტი კარიერაში? 2014 წლის ფინალი და „ლა დესიმა“. ეს განსაკუთრებული შეგრძნება იყო.“
- დღეს, 12:20
- 197
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.