ტრანსფერი დახურულია - პერესი „რეალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა!
ესპანური გამოცემების ცნობით, გუშინ საღამოს „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დირექტორთა საბჭოს შეხვდა.
პრეზიდენტმა პარტნიორებს განუცხადა, რომ ტრენტ ალექსანდერ არნოლდის ტრანსფერი დახურულია და ამ მხრივ სამეფო კლუბს სანერვიულო არაფერი აქვს.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ახალი სეზონისთვის „ბლანკოსი“ მაქსიმუმ 3 ფეხბურთელს დაიმატებს.
„ბლანკოსის“ პრიორიტეტი დაცვა და ნახევარდაცვაა, წინა ხაზში გუნდი არანაირ მატებას არ გეგმავს.
ამასთანავე გადაწყვეტილია, რაულ ასენსიო ახალი სეზონიდან მთავარ გუნდში დარეგისტრირდება. იგეგმება ჯაკობო რამონისა და ჟოან მარტინესის დაწინაურებაც, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ მკურნალობის პროცესშია და პრე-სეზონზე შესაძლებლობების დამტკიცება მოუწევს.
რაც შეეხება ტრენტს. არაოფიციალური ინფორმაცით, ის „რეალს“ 5 წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეუთანხმდა.
- დღეს, 11:18
- 948
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.