მანუელ პელეგრინი:„„რეალს“ ძალიან ცუდ დროს ვხვდებით“

„ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სამეფო კლუბზეც ისაუბრა.

„ჩემს გუნდს საკუთარ მოედანზე ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და გამონაკლისი არც „რეალი“ გახლავთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „მერენგებს“ ძალიან ცუდ დროს ვხვდებით, ახლა „ბლანკოსისთვის“ 3 ქულის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩემპიონობისთვის იბრძვის.“

„მსაჯებზე ზეწოლას არ მივესალმები, თუმცა ამასთანავე მივიჩნევ, რომ VAR სისტემა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და კითხვებს არ უნდა იწვევდეს.“

„„რეალს“ „ბენიტო ვილამარინზე“ ყოველთვის უჭირს და ასე იქნება ხვალაც, ჩვენ ბოლომდ ბრძოლას ვგეგმავთ.“

„ანტონი? მისი სახით დიდი რესურსი შევიძინეთ.  ბრაზილიელმა იცის, რომ გუნდის დახმარება კიდევ უფრო მეტად შეუძლია, ის მოტივირებულია.“

„სამეფო კლუბს კარგად ვიცნობ, წლებია ლა ლიგაში ვმუშაობ და ვიცი, რომ ამ გუნდთან ასპარეზობა დამატებითი შესაძლებლობების მობილიზებას მოითხოვს.“


1

12 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 289

1-3 მპაპე დუბლი ვინი  ვინის 2 ასისტი 1 როდრიგო ისკო ბეტისიდან გოლი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 20
2 მბაპე 17
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (8)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)