ანჩელოტი;„დანაკლისი დიდია, მაგრამ „ბეტისი“ უნდა დავამარცხოთ“

„ბეტისი ძალიან ხარისხიანი გუნდია და კარგ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა სასწორზე ბევრი რამ დევს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა განვაგრძობთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს საინტერესო შეხვედრა გამოვა.“

„რაულ ასენსიოს თამაში შეუძლია, დიახ მან საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა განიცადა სან სებასტიანში, თუმცა იგივე აღარ განმეორდება. ამის გამო რაულის მოედანზე გაყვანაზე უარს არ ვიტყვი.“

„ანტონის დისკვალიფიკაციის გაუქმება? მე არანაირი განმარტება არ შემიძლია გავაკეთო აღნიშნულ ფაქტზე. განმარტება შემიძლია ბელინგემზე გავაკეთო და გითხრათ, რომ ჯუდი ორმატჩიან დასჯას არ იმსახურებდა, ის ჩვენ ახლაც არ გვყავს.“

„ფედე ვალვერდე „ბენიტო ვილამარინზე“ ვერ დაგვეხმარება, მას არ აქვს ტრავმა, მაგრამ გრძნობს დისკომფორტს. ურუგვაელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაბრუნდება.“

„ვინისიუსმა გუნდს ღირსეულად უკაპიტნა, ეს ნამდვლად აღსანიშნავი ფაქტია.“

„ჩვენ გუნდს ვერ დავასვენებთ იმისთვის, რომ დერბის მომზადებულები შევხვდეთ. ახლა მთავარი „ბეტისია“, შემდეგ კი „ატლეტიკო“. როგორც უკვე გითხარით, სასწორზე მნიშვნელოვანი 3 ქულა დევს და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“

„თუ „ატლეტიკოსთან“ ვერ გავიმარჯვებთ, ყველა დაივიწყებს, რამდენად კარგები ვიყავით „სიტისთან“ დაპირისპირებებში. ეს „რეალია“, სადაც მხოლოდ 1/8 ფინალი არავის დააკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ, ევროსარბიელზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ.“

„დანი სებალიოსის ტრავმა ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ იძულებულები ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ. ედუარდო კამავინგა სათამაშოდ მზად არის, ის უკვე კარგ გამოცდილებას ფლობს.“

„რაულ ასენსიოს დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში თავისულად შეუძლია, ის კარგად ანვითარებს სისწრაფეს და შეტევის დახმარებაც ძალუძს.“

„ლუკა მოდრიჩი შესანიშნავ კონდიციაშია. ამ სეზონში ხორვატს დაზიანება საერთოდ არ მიუღია. ნახევარმცველს შეუძლია, როგორც 90 წუთის თამაში, ასევე ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარება, ჩვენ ლუკას სახით დიდი ფეხბურთელი გვყავს.“

„კილიან მბაპეს კბილის პრობლემა ჰქონდა, ახლა კი არანაირი დისკომფორტი აღარ აწუხებს. ფრანგი ფეხბურთელი დატვირთვას მიიღებს.“

„ვინისიუსი სრულყოფილი ფეხბურთელია, ის შეტევაში იდეალურ განსხვავებს ქმნის და ხშირად მცველებსაც ეხმარება. ბრაზილიელის პირდაპირი მოვალეობა მცველების დახმარება არ არის, არც ნახევარდაცვის ცენტრში ჩასვლა.“


1

12 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 328

გაანებე რა თავი ასენსიოს-არაა ეგ ფლანგზე მოთამაშე და თუ ვერ დაინახე ეგ სოსიედადთან არ ყოფილა საშველი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 20
2 მბაპე 17
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (8)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)