„ბეტისთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ბეტისთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სესიაზე კვლავ არ გამოჩენილა ფედერიკო ვალვერდე, რომელიც 100%-ით მზად არ არის და სამწვრთნელო შტაბი არ რისკავს. ურუგვაელი ფეხბურთელი „ვილამარინზე“ გუნდს ვერ დაეხმარება.

აღდგენით პროცესს გადიან ხესუს ვალიეხო და დანი სებალიოსიც, რომელმაც მძიმე დაზიანება მიიღო.

დაისვენა ჯუდ ბელინგემმაც, რომელიც „ბეტისთან“ დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშებს.

ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, კარში დარტყმებს, პრესინგს და ფიზიკურ კონდიციებს.

შეგახსენებთ, „რეალი“ „ბენიტო ვილამარინის“ სახელობის არენას ხვალ ესტუმრება.


1

28 თებერვალი 2025 17:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 557

იმედია დანი მალე მოიხოდება, აი ვინის მაგიტო ვაფასებ მაგრად რომ ყოფელთვის მალე ბრუნდება ტრამვიდან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

TOP.GE

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (50)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)