ანჩელოტი:,,ახალგაზრდებმა ბრწყინვალედ ითამაშეს"

კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„„სოსიედადმა“ დაცვაში საოცრად ითამაშა, იმანიოლმა კომპაქტური ფეხბურთი შემოგვთავაზა და მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიეთ. აღსანიშნავია ენდრიკის ეფექტური გოლი და არდა გიულერის არაერთი კარგი მომენტი, თურქი ყველა რგოლში იხარჯებოდა.“

„ეს გახლდათ დაძაბული და კონკურენტუნარიანი მატჩი. მეორე შეხვედრას უპირატესობით ვხვდებით, თუმცა რა თქმა უნდა, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, ვინაიდან ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.“

„რაულ ასენსიოს მიმართ დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა. როდესაც მოთამაშეს მოედანზე შეკრებილი პუბლიკა ეუბნება - „მოკვდი“, ძალიან არასასიამოვნოა. ვინისიუსის აპელაციას მსაჯის მხრიდან რეაგირება მოჰყვა, რასაც რა თქმა უნდა, მივესალმები და მივიჩნევ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.“

„ენდრიკი საოცარ ძალას ფლობს და მომავალში ეს მისი მთავარი დამახასიათებელი იქნება. ბრაზილიელი სისწრაფისა და კარგი დარტყმის ხარჯზე გავიდა ფონს, მან ფანტასტიკური გოლი გაიტანა.“

„„ლა კოპას“ ფინალი? ვფიქრობ, როგორც „ელ კლასიკო“, ასევე მადრიდული დერბი ძალიან საინტერესო იქნება. თუ „ბარსელონას“ შევხვდებით, მაქსიმალურად ვეცდებით გამარჯვებას და ქომაგებისთვის იმ ტკივილის შემსუბუქებას, რომელიც მათ წინა ორ მატჩში მიიღეს.“

„დანი სებალიოსმა ტრავმა მიიღო, ყველაფერი კი 24 საათში გვეცოდინება, როდესაც სამედიცინო ტესტირების შედეგებს გავიგებთ. დანი ძალიან კარგია, ბურთის ფლობის კომპონენტში მან საოცრად მოუმატა. ვფიქრობ, ესპანელი ძალიან დაგვაკლდება, თუმცა ჩვენ გვყავს მოდრიჩი, რომელიც სწორედ დანის პოზიციაზე ასპარეზობს.“

„ლუნინი საიმედო მეკარეა, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია. უკრაინელმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა საკუთარი დონე.“

„დაცვის მარჯვენა ფლანგი პრობლემატურია, ვინაიდან კარვახალი არ გვყავს, თუმცა ვასკესი გამოჯანმრთელდა. ამ პოზიციაზე ასევე მოვსინჯეთ რაულ ასენსიო. ფედერიკო ვალვერდემ კი გამოცდა საოცრად ჩააბარა.“

  • Madridista
  • 27 თებერვალი 2025
  • 3 389
  • 2

1

27 თებერვალი 2025 12:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186

მერე მიეცი შანსი, ასენსიო სულ ძირითადში უნდა იყოს გინდა ალაბა დაბრუნდეს და ვინც გინდა ეგ მაგრად უნდა განვითარდეს..
გიულერს სათანაშო დრო უნდა თორე გაქრება ეგ ფეხბურთელი... თუ არ ათამაშებენ იჯარით მაინც გაუშვან..


2

27 თებერვალი 2025 23:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 15

?

ენდრიკი რა ძალას ფლობს ამნაირს კიმარა?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (160)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)