„რეალს“ მბაპე გამოაკლდა - მიზეზები ცნობილია!

„სოსიედადთან“ დაპირისპირებაში მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპე ვერ დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი სან სებასტიანში გაემგზავრებოდა, სიტუაცია შეიცვალა.

კბილის ამოღებასთან დაკავშირებით მინი ოპერაციული ჩარევის გამო მბაპემ გუნდთან ერთად ფინალურ ვარჯიშზე მონაწილეობა ვერ მიიღო, ამას კი დაემატა ტემპერატურული რეაქცია, რის გამოც კილიანს დამატებითი მკურნალობის გავლა მოუწევს.

არსებული ინფორმაციით, მბაპე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და არანაირი გართულება არ აღინიშნება, თუმცა სან სებასტიანში მისი ვიზიტი არარელევანტურად ჩაითვალა.

90%-იანი ალბათობით, ფრანგი ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშს ხვალ ან ზეგ განაახლებს და ლა ლიგის მომდევნო ტურში ხელმისაწვდომი იქნება.

  • Madridista
  • 26 თებერვალი 2025
  • 3 491
  • 1

1

26 თებერვალი 2025 14:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 36

დაისვენოს ამანაც, წინ გადამწყვეტ სტადია იწყება ბელინგემი ვალვერდემაც დაისვენა 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (16)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)