ანჩელოტი:,,რეალში დიდი ხნით დარჩენა მსურს"
კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„კილიან მბაპემ ფინალურ ვარჯიშზე მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ სან სებასტიანში გუნდთან ერთად იქნება და ვნახოთ, მოხვდება თუ არა შემადგენლობაში.“
„არდა გიულერი? მას სჭირდება დრო იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის განუყოფელი ნაწილი გახდეს. თურქი მუშაობს და ცდილობს მოუმატოს. ბოლო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, არდა სათამაშო დროს ხშირად მიიღებს.“
„ფედერიკო ვალვერდე თავს კარგად გრძნობს, მას ძალიან დიდი გადატვირთვა ჰქონდა და დასვენება გარდაუვალი იყო.“
„მიხარია, რომ ლუკას ვასკესს და დავიდ ალაბას 90 წუთიანი დატვირთვის მიღება შეუძლიათ.“
„ლუკა მოდრიჩი ნამდვილი ლეგენდაა. საუბრები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ნამდვილად არის რელევანტური. მივიჩნევ, რომ ხორვატი მოთამაშე ბერნაბეუზე დიდი ხნით უნდა დარჩეს.“
„ჩემი კონტრაქტი? თუ „რეალი“ ახალ კონტრაქტს შემომთავაზებს, მე კიდევ დავრჩები, სხვა შემთხვევაში კი მაშინ წავალ, როდესაც ამას ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. არაერთხელ მითქვამს, რომ აქ ყველაზე ბედნიერი ვარ.“
„ალაბას დიდი ხანი გაუცდა, მაგრამ ახლა არანაირი პრობლემა არ აქვს. სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ავსტრიელი მოთამაშე დიდ დახმარებას გაგვიწევს.“
„რაულ ასენსიოს არც ტექნიკური და არც ფიზიკური სისუსტე არ აქვს. მსგავსი რამ ვთქვი? არ მახსენდება, თუ ვთქვი ბოდიშს ვიხდი, რადგან ასე არ არის. ესპანელი საოცრად მუშაობს.“
„ენდრიკი ვერც როდრიგოს დაემსგავსება და ვერც ვინისიუსს, ვინაიდან ის ტიპიური ფორვარდია. ფელიპეს აქვს განსაკუთრებული მახასიათებლები, რომელიც უდიდეს წარმატებამდე მიიყვანს, მე ამის მჯერა.“
- 25 თებერვალი 2025
- 4 562
- 42
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.