ბენზემა:„მბაპეს და ჩემი პირველი სეზონის შედარება არ შეიძლება“
კარიმ ბენზემამ კილიან მბაპესა და საკუთარ პირველ სეზონზე ისაუბრა.
„მბაპემ არც ისე ეფექტურად დაიწყო, მაგრამ მალევე გაიხსნა და უამრავი გოლის გატანა შეძლო. ფრანგის ანგარიშზე უკვე 30-მდე გოლია და ეს მარტივი ნამდვილად არ არის.“
„ჩემი პირველი სეზონი მადრიდის „რეალში“ მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, ურთულესი მომენტები გავიარე, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა არასდროს დამიკარაგავს.“
„ვფიქრობ, კილიანისა და ჩემი პირველი სეზონების შედარება არ შეიძლება, მბაპე გაცილებით ეფექტურად თამაშობს.“
„მე „რეალში“ გამოუცდელი მივედი და ყველაფერი ის ვისწავლე, კილიანი კი „პსჟ“-ში მრავალწლიანი კარიერით და საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის სტატუსით სარგებლობს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„მბაპე თუ ვინისიუსი? ვფიქრობ, ამ უკანასკნელმა მალე უნდა მოიგოს ოქროს ბურთი, შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე, ვინი ახლაც იმსახურებდა ოქროს ბურთს, მაგრამ გადაწყვეტილება სხვაგვარი გახლდათ.“
„დარწმუნებული ვარ, მბაპე და ვინი „რეალში“ დიდ ეპოქას შექმნიან და ოქროს ბურთის მოგებას ორივე შეძლებს.“
- 25 თებერვალი 2025
- 1 589
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.