„რეალს“ არნოლდის ჩავარდნები არ მოსწონს
ტრენტ ალექსანდერ არნოლდი „ლივერპულში“ არც ისე ეფექტურ სეზონს ატარებს.
ინგლისელი ფეხბურთელი ხშირად ცდება, „სიტისთან“ დაფიქსირებული შედეგი კი სალაპარაკო თემა გახდა. გვარდიოლას შეგირდი დოკუ ტრენტს ერთ მატჩში 12-ჯერ გასცდა და რეკორდი დაამყარა, მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.
ზოგიერთი გამოცემა ალექსანდერ არნოლდის ინერტულობას მოტივაციის ნაკლებობას აწერს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ინგლისელი უბრალოდ ფორმაში არ არის.
ფაქტი ის გახლავთ, რომ ინგლისელს სეზონის ბოლოს „ენფილდის“ დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
თავის მხრივ, „რეალის“ ხელმძღვანელობას განაპირა მცველი ინტენსიურ დაკვირვებაში ჰყავს და რა თქმა უნდა არ მოსწონს ჩავარდნები, რომელიც ფეხბურთელს ამ ეტაპზე აქვს.
- 25 თებერვალი 2025
- 820
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.