რომანო:„„რეალს“ ანჩელოტის გაშვება არ გადაუწყვეტია“
ფაბრიციო რომანომ კარლო ანჩელოტისთან და ჩაბი ალონსოსთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მადრიდის „რეალში“ სუპერ პროფესიონალები მუშაობენ და კარგად იციან, რომ სეზონის ამ ნაწილში მწვრთნელის მომავალზე ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება სრული სისულელეა. ანჩელოტის სრულფასოვანი მუშაობის საშუალება ეძლევა, მის წასვლაზე მადრიდში არავინ საუბრობს.“
„ჩაბი ალონსოს მადრიდელები მომავლის სპეციალისტად მიიჩნევენ, სწორედ ის არის იტალიელის ჩანაცვლების ერთადერთი კანდიდატი, თუმცა როგორც გითხარით, ჯერ-ჯერობით საუბრები არ მიმდინარეობს.“
„„ლევერკუზენმა“ იცის, რომ თუ ბასკი წასვლას მოინდომებს, ხელი არ უნდა შეეშალოს, დანარჩენი კი თავად სამეფო კლუბზე იქნება დამოკიდებული.“
„სეზონის ბოლოს გუნდის ხელმძღვანელობა იმსჯელებს, დაასრულებინოს 2026 წლის 30 ივნისამდე გაფორმებული კონტრაქტი კარლოს, თუ მოიყვანოს ალონსო და დაიწყოს ახალი ეპოქა.“
- 25 თებერვალი 2025
- 591
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.