არდა გიულერი იუბილარია!
დღეს, 25 თებერვალს მადრიდის „რეალის“ თურქ ფეხბურთელს, არდა გიულერს დაბადების დღე აქვს. არდა 20 წლის გახდა.
ფეხბურთელი ანკარაში დაიბადა და პროფესიონალური კარიერაც იქ დაიწყო, შემდეგ კი იყო „ფენერბაჰჩეს“ რამდენიმეწლიანი ეტაპი.
გიულერი სამეფო კლუბში მეორე სეზონს ატარებს, მის ანგარიშზე კი 40 მატჩი და 9 გოლია. პირველივე მადრიდულ სეზონში თურქმა ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და სხვა ტურნირების მოგება შეძლო.
ვულოცავთ არდას და წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
- 25 თებერვალი 2025
- 182
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.