მოდრიჩი:„ძალიან ბედნიერი ვარ, ეფექტური გოლი გამომივიდა“
ლუკა მოდრიჩმა „ჟირონას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ეფექტური გოლი გამომივიდა. ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ვინარჩუნებდით დომინაციას და გამარჯვებას ვიმსახურებდით.“
„„ატლეტიკომ“ და კატალონიის „ბარსელონამ“ თავიანთი მატჩები მოიგეს, ამიტომ ჩვენ 3 ქულა ძალიან გვჭირდებოდა.“
„ჩემპიონთა ლიგაზე ურთულესი მეტოქე დავამარცხეთ და დიდი მუხტი მივიღეთ. გუნდი კარგ ფორმაშია, რასაც ბოლოდროინდელი შედეგების ცხადჰყოფს.“
„რა თქმა უნდა, გუნდი გადაღლილია, რადგან 3 დღეში ერთხელ უწევს მოედანზე გასვლა და მატჩების ჩატარება, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი. დღევანდელი სასტარტო შედარებით განსხვავებული გახლდათ.“
„ბერნაბეუზე თამაში ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც დიდი ოვაციებით შემამკეს.“
- 23 თებერვალი 2025
- 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.