„ჟირონასთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს.
გუნდი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა საწვრთნელ ბაზაზე და ბოლო რჩევა-დარიგებები მიიღო.
სესიაზე დიდი ყურადღება გამახვილდა ბურთის ფლობის კომპონენტსა და ტაქტიკურ მონახაზებზე, ასევე პრესინგსა და კარში დარტყმებზე.
ფედე ვალვერდემ და ტიბო კურტუამ სესიის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარეს, ნაწილი კი ცალკე.
არ არის გამორიცხული, ურუგვაელმა დაისვენოს.
შეგახსენებთ, „ჟირონასთან“ შეხვედრა ხვალ, 23 თებერვალს არის ჩანიშნული.
- 22 თებერვალი 2025
- 238
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.