სიმეონე:,,რეალი ძალიან მძიმე მეტოქე იქნება"
დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის წილისყრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„1/8 ფინალში მადრიდის „რეალთან“ შეხვედრა უბრალოდ კატასტროფაა, რადგან ჩვენ ურთულესი კალენდარი გვექნება. „ლა კოპას“ „ბარსელონასთან“ მოგვიწევს 2 რაუნდიანი დაპირისპირება, ჩემპიონთა ლიგაზე კი სამეფო კლუბთან. ეს მატჩები არნახულ რესურსს მოითხოვს, თანაც ლა ლიგისთვის ბრძოლაშიც აქტიურად ვმონაწილეობთ.“
„ვერაფერს შევცვლით, გვესმის სიტუაცია და მზად ვართ, ბოლომდე საბრძლოველად. დანებება ჩვენი სტილი არ არის. ბოლომდე ვიბრძოლებთ.“
„რას ვეტყოდი „რეალს“? არაფერს! კარლო ანჩელოტის ჩემი რჩევები არ სჭირდება, ის მაღალი დონის პროფესიონალია.“
- 21 თებერვალი 2025
- 3 786
- 20
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.