ბუტრაგენიო:„„ატლეტიკო“ ძალიან ძლიერი მეტოქეა“

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ ემილიო ბუტრაგენიომ კომენტარი გააკეთა.

„კარგად ვიცნობთ „ატლეტიკოს“ და ვიცით, რამდენად რთული მეტოქეა ის, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. აღფრთოვანებულები ვართ, 1/8 ფინალში გასვლით. გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მთავარი ბოლომდე ბრძოლა და შემართებაა.“

„ის, რაც ჩვენმა გუნდმა „სიტისთან“ აჩვენა, ნამდვილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ოპტიმისტები ვიყოთ. ეს იყო ორ რაუნდიანი ბრძოლა, სადაც გუნდმა განსაკუთრებული ხასიათი აჩვენა. გვქონდა ბალანსი, მომენტების გამოყენება და ეფექტური თამაში. ვამაყობ, რომ მადრიდის „რეალმა“ ურთულესი ბარიერი დაძლია.“

„მადრიდულ დერბის ერთი დიდი დადებითი მხარე აქვს. ჩვენ არ მოგვიწევს ფრენა გერმანიაში, სხვა შემთხვევაში, მოთამაშეებს მთელი ღამის გათენება უწევთ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის და ცუდად აისახება მათ კონდიციებზე.“

„დიეგო სიმეონეს უდიდესი გუნდი ჰყავს, რომელსაც არაერთი მძიმე მეტოქე დაუმარცხებია. ჩვენ ვაფასებთ „ატლეტიკოს“ და მივიჩნევთ, რომ სერიოზული მომზადება მოგვიწევს. დარწმუნებლებულები ვართ, ორივე დერბი საინტერესო იქნება. აუცილებლად უნდა მივაღწიოთ საწადელს და 1/4 ფინალში გავიდეთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (153)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)