კარლოს დარჩენის შემთხვევაში, სება ხელშეუხებელი იქნება
იმ შემთხვევაში, თუ კარლო ანჩელოტი სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელად დარჩება, დანი სებალიოსი ხელშეუხებელი ფეხბურთელის სტატუსს მიიღებს.
ესპანელი ფეხბურთელი იდეალურ ფორმაშია, კარლო კი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ნახევარმცველმა საკუთარი თავი იპოვა და ტონი კროოსის ჩანაცვლებას ახერხებს.
სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, დანი ყველა მატჩში ყველა ზუსტია, როგორც პასების, ასევე სხვა მიმართულებების მხრივ.
როდესაც სებალიოსი მოედანზეა, სამეფო კლუბის შეტევები ყოველთვის უფრო მრავალმხრივი ხდება, ნახევარდაცვა კი ბურთის კონტროლს და ბალანსის პოვნას ახერხებს.
არავინ იცის, რა მოხდება, თუ სამეფო კლუბს ახალი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში, თუმცა დღევანდელი მოდიფიკაციით, სებალიოსი გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა და თუ ანჩელოტი თანამდებობას შეინარჩუნებს, მოთამაშე მომდევნო სეზონშიც ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის სტატუსს მოირგებს.
- 21 თებერვალი 2025
- 1 073
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.