შეთანხმება ვერ შედგა - „მილანი“ ტეო ერნანდესს ყიდის!

ესპანური და იტალიური გამოცემების ცნობით, „მილანმა“ ტეო ერნანდესს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა ძალიან დიდი ხელფასი მოითხოვა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები ჩაიშალა.

განაპირა მცველი „როსონერიში“ აღარ დარჩება, ვინაიდან 2026 წლის ზაფხულში კონტრაქტის ვადა ეწურება. იტალიელები იძულებულები არიან, 2025 წლის ზაფხულში ფეხბურთელს შეელიონ, სხვა შემთხვევაში, ტეო თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და ახალ კლუბს უფასოდ მიაშურებს.

არსებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ აქტიურობას იწყებს და აპირებს, რომ „როსონერის“ ხელმძღვანელობას ტეოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.

თუ „რეალთან“ შეთანხმება შედგება, ერნანდესი 6 წლიან კონტრაქტს მიიღებს, თუმცა სამეფო კლუბის მხრიდან სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით წინადადებები ჯერ არ წამოჭრილა.

მას შემდეგ, რაც ალფონსო დეივისმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ტეო „მერენგების“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა.

  • Madridista
  • 21 თებერვალი 2025
  • 1 197
  • 4

1

21 თებერვალი 2025 11:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 376

მოუხდება რეალს ძალიან და გააძლიერებს კიდეც, გარსია და მენდი რო გადაადნო ორივეს ჯობნის.


2

21 თებერვალი 2025 12:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186

Dzaan magaria ifrens realshi es tan isedac kargia


3

21 თებერვალი 2025 12:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 347

 ტეოს არ იყიდიან,გამორიცხულია


4

21 თებერვალი 2025 13:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 12

ძალიან კარგია იმედია მოიყვანენ თან დეივისისგან განსხვავებით მადრიდისტაა და მგონია რო ადაპტაციაც არ გაუჭირდება 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (153)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)