„რეალს“ ზაფხულის 4 ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი აქვს!

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო აქტივობებისთვის აქტიურად ემზადება. არსებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს ჰყავს რამდენიმე კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები არ ისმება და შეთანხმება იმ შემთხვებაშიც შედგება, თუ გუნდს ანჩელოტი დატოვებს.

ტრენტ ალექსანდერ არნოლდი, ნიკო ფასი, ტეო ერნანდესი და მარტინ სუბიმენდი სამეფო კლუბის რადარიდან არსად გამქრალან. არსებული ცნობით, პერესი ამ შეთანხმებებზე სერიოზულად იმუშავებს და არ აქვს მნიშვნელობა გუნდის მწვრთნელი ანჩელოტი იქნება, თუ ჩაბი ალონსო.

არსებული ცნობით, „მერენგები“ მოდრიჩთან გამომშვიდობებას ფიქრობენ, მას კი გუნდში ნიკო ფასი ჩაანაცვლებს და გაახალგაზრდავება მოხდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალში“ რაულ ასენსიოსაც დიდ ტრანსფერს უწოდებენ, ის ახალი სეზონიდან მთავარი გუნდის სრულფასოვანი წევრი იქნება.

„ბლანკოსი“ კვლავ აპირებს დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერებას, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ შედგება, ედერ მილიტაოს, რუდიგერის, ალაბასა და რაულ ასენსიოს სახით საიმედო ოთხეულის კონტურები იკვეთება.

მადრიდული გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ „მერენგები“ ზაფხულში არანაირ ყურადღებას არ დაუთმობენ წინა ხაზს, ვინაიდან პერესი მიიჩნევს, რომ ვინისიუსი, მბაპე, როდრიგო, დიასი და ენდრიკ ფელიპე სრულიად საკმარისი იქნება შეტევითი რესურსის შესავსებად, ამასთანავე აქტიურად განიხილება კანტერანო გონსალოს მთავარ გუნდში დაწინაურებაც, ვინაიდან ის რაულის კოლექტივში უამრავ გოლს იტანს.

  • Madridista
  • 21 თებერვალი 2025
  • 2 576
  • 2

1

21 თებერვალი 2025 11:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 675

,IMEDIA GAMOVA BABU DA TRANSFERIS BOLO DGES AR MOGINDEBA AQTIUROBA


2

21 თებერვალი 2025 11:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 469

შუქი მოსულა:დდდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (160)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)