პედრეროლი:„მბაპეს ვეღარავინ გააჩერებს“
ხოსეპ პედრეროლმა კილიან მბაპესთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩვენ ვუყურებთ ფეხბურთელს, რომლისთვისაც რთული მეტოქე არ არსებობს. მბაპე ძლიერია ლა ლიგაშია და კიდევ უფრო ეფექტურია ჩემპიონთა ლიგაზე. ჰეთ-თრიკი, რომელიც ფრანგმა შეასრულა, მას კიდევ უფრო დიდ თავდაჯერებულობას შემატებს.“
„დარწმუნებული ვარ, მბაპეს ვეღარავინ გააჩერებს და ის სეზონის ბოლომდე არაერთი გოლით გაგვანებივრებს.“
„როდესაც შეტევაში როდრიგო, მბაპე და ვინისიუსი გყავს, აუცილებლად უნდა იფიქრო მაღალ მიზნებზე, სწორედ ამიტომ ეჭვი არ მეპარება, „რეალი“ სეზონს ბოლოს ჩემპიონთა ლიგის, ან ლა ლიგის ტიტულით წარდგება „სიბელესზე“ შეკრებილი ქომაგების წინაშე.“
- 21 თებერვალი 2025
- 662
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.