გასპარი:„იმედი მაქვს, ვინისიუსი საუდის არაბეთში მალე წავა“
„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა და ბრაზილიელს საუდის არაბეთში რაც შეიძლება სწრაფად წასვლა ურჩია.
„ვინისიუსმა ძალიან ბევრს მიაღწია და კიდევ დიდი პერსპექტივა აქვს. ვფიქრობ, მან უნდა მიიღოს საუდის არაბეთის წინადადება და ჩემპიონატში გადავიდეს.“
„დიახ, მე როგორც „ბარსელონას“ გულშემატკივარს, ძალიან მსურს, რომ შემტევმა მადრიდის „რეალი“ დატოვოს, რადგან ის ყველაზე დიდი საფრთხეა.“
„ვინისიუსს აქვს საოცარი სისწრაფე, ტექნიკა და უნარები, მაგრამ ადამიანური თვისებების მხრივ უბრალოდ საშინელია.“
- 20 თებერვალი 2025
- 1 615
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.