ჯუდ ბელინგემი:„„სიტის“ ბარიერი აუცილებლად უნდა დაგვეძლია“
ჯუდ ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის საღამო შეაფასა.
„ასეთი თამაშით ყოველთვის მიაღწევ წარმატებას. გუნდი ძალიან კონსოლიდირებული და შემართული იყო. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ და ყველა მადრიდისტა ბედნიერია.“
„რაც არ უნდა რთული ყოფილიყო მომდევნო ეტაპზე გასვლა, ჩვენ ეს უნდა შეგვძლებოდა.“
„არ აქვს მნიშვნელობა „ლევერკუზენს“ დავუპირისპირდებით, თუ „ატლეტიკოს“. „რეალი“ ყველა შემთხვევაში ეცდება 1/4 ფინალში გასვლას.“
„იყო მომენტები, როდესაც „სიტის“ რთული კვირები ჰქონდა. შესაძლოა გვარდიოლას გუნდი ახლა შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენს, მაგრამ აუცილებლად შეეცდება სიტუაციის შეცვლას. მანჩესტერელებს უდიდესი რესურსი აქვთ.“
- 20 თებერვალი 2025
- 601
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.