როდრიგო:„ამ სეზონში მსგავსი მატჩი არ ჩაგვიტარებია“

როდრიგო გოეშმა მანჩესტერელთა დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ასეთი თამაში ამ სეზონში არ ჩაგვიტარებია. „რეალს“ ჰქონდა უნაკლო გამოსვლა, რაც ტაბლოზეც აისახა. ბედნიერები ვართ და გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგა კვლავ მივაღწევთ წარმატებას.“

„კარგად გაციაზრეთ თამაშის პერიპეტიები, ვიცოდით, რომ როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვმდგარიყავით. რუდიგერის დაბრუნებამ დაცვა უფრო სოლიდური გახადა, ჩუამენიმ კი შუა რგოლი გააძლიერა.“

„მბაპე ძალიან უმატებს, ის ყველა მატჩში ახერხებს გოლის გატანას. განსაკუთრებულია ფრანგის ღვაწლი გვარდიოლას გუნდის დამარცხებაში, როგორც ინგლისში, ასევე მადრიდში.“

„ვცდილობთ, რომ ამ თაობამ უდიდესი ეპოქა შექმნას, წინაპირობა კი ნამდვილად არსებობს.“

„„ატლეტიკო“ თუ „ლევერკუზენი“? ორივე რთული მეტოქე იქნება და ჩვენ ბრძოლა მოგვიწევს. ყველაფერს გავაკეთებთ 1/4 ფინალში გასასვლელად.“


1

20 თებერვალი 2025 15:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 69

გუშინ გუნდმა მართლა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, კი სიტი კრიზისშია მაგრამ ამ გუნდმა მარტო ზამთრის სატრანსფეროზე 230 მილიონი დახარჯა....

რაც შეეხება რეალს, ჩუამენი საკუთარ პოზიციაზე ნამდვილად კარგია, მთელი სეზონი ჩვენ გვაკლდა კროოსის სტილის ფეხბურთელი, ფაქტია ვალვერდე არ არის კროოსის სტილის და რაც სებალოსი დამკვიდრდა ძირითადში რეალმა დაიწყო გააზრებულად თამაში...

ვალვერდე ბევრად კარგია მარჯვენაზე ვიდრე ვასკესი და როცა ის არის კაპიტნად მოედანზე იგრძნობა რომ გუნდში არის კაპიტანი....

მენდი არის ყველაზე სუსტი გუნდში, გუშინ როცა ყველამ იფრინა, მენდი მაინც მენდად დარჩა


2

20 თებერვალი 2025 18:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186

Flangi unda gyavdes dzlieri magit reali yoveltvis dzlieri iyo da shmtevebsac magrad exmarebian sxvanairad balansseba gundi... fede marjvniv mecodeba mara imena kargia... swrafia tan magari... mendis unda. Gaajmevinon saswrafod iqit nu vaskesi arvici  texnikuri aris mara kai zapaskaa raa shecvlaze kargia

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 21
2 მბაპე 18
3 ბუდიმირი 14
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2025 (160)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)