ასენსიო:„ჩვენ „რეალი“ ვართ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“
რაულ ასენსიომ „სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ, როგორც მანჩესტერში, ასევე მადრიდში. გამარჯვებას ვიმსახურებდით და ასეც მოხდა. მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.“
„ჰალანდი დიდი ფეხბურთელია, თუმცა ერლინგის გარდა გვარდიოლას განკარგულებაში ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან, რომელთა საშემსრულებლო ოსტატობა უმაღლესია, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით ვასპარეზობდით.“
„ყოველდღიურად ვმუშაობ იმისთვის, რომ შესაძლებლობები გამოვიყენო. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული გამოცდილებაა.“
„„ლევერკუზენი“ თუ „ატლეტიკო“? ჩვენ „რეალი“ ვართ და ყველა გუნდის დამარცხება შეგვიძლია.“
„მიხარია, რომ კილიან მბაპეს ეფექტური საგოლე პასი გავუკეთე, ამ გოლმა სიმშვიდის საშუალება მოგვცა.“
„ვულოცავ კილიანს, ფრანგმა საოცარი თამაში აჩვენა და ჰეთ-თრიკი მიითვალა.“
- 20 თებერვალი 2025
- 572
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.